ჩემპიონთა ლიგის III ტური - D ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგის III ტური - D ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* იურგენ კლოპს ხუთიდან ხუთი მატჩი ჰქონდა წაგებული ჩემპიონთა ლიგაზე იტალიაში.

* დიოგო ჟოტა ზედიზედ მეოთხე მატჩია იტანს „ლივერპულის“ რიგებში.

* დიოგო ჟოტა ევროტურნირებზე „ლივერპულის“ მეათე ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა.

* ბოლო ორი სეზონია, დიოგო ჟოტას ევროთასებზე სამი ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული.

* მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ რიგებში 21 გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირს სტივენ ჯერარდს.

* „აიაქსი“ მეექვსე გუნდი გახდა „რეალის“, „ბაიერნის“, „ბარსელონას“, „იუვენტუსისა“ და „ლივერპულის“ შემდეგ, რომელსაც ევროტურნირებზე 700 გოლი აქვს გატანილი.

* ალასან პლეას ჰეთ-თრიკი მე-12 იყო ფრანგი ფეხბურთელებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე. მხოლოდ ბრაზილიელ ფეხბურთელებს ჰქონიათ უფრო მეტი ჰეთ-თრიკი ტურნირზე – 18.

 

ატალანტა-ლივერპული                                                0:5

გოლები: 0:1 დიოგო ჟოტა (16), 0:2 დიოგო ჟოტა (33), 0:3 სალაჰი (47), 0:4 მანე (49), 0:5 დიოგო ჟოტა (54)

ატალანტა (3-4-1-2): სპორტიელი – ტოლოი, ჯიმსიტი, პალომინო – ჰატებოერი (81. დეპაოლი), პაშალიჩი (63. მალინოვსკი), ფროილერი, მოხიკა (81. რუჯერი) – გომესი (81. ლამერსი) – მურიელი (53. პესინა), საპატა.

ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი (82. ნ. უილიამსი), გომესი, რ. უილიამსი, რობერტსონი (66. კეიტა) – ჰენდერსონი (66. მილნერი), ვიინალდუმი (82. ციმიკასი), ჯონსი – სალაჰი, დიოგო ჟოტა (65. რობერტო ფირმინო), მანე.

მიდტიულანდი-აიაქსი                                                1:2

გოლები: 0:1 ანტონი (1), 0:2 ტადიჩი (13), 1:2 დრეიერი (18)

მიდტიულანდი (4-2-3-1): ანდერსენი – ი. ანდერსონი (64. კოოლსი), სვიატჩენკო, შოლცი, პაულინიო – ონიეკა, კაიუსტე (81. ევანდერი) – დრეიერი (75. კრაევი), სისტო, მაბილი – კაბა (81. ვიბე).

აიაქსი (4-3-3): ონანა – მაზრაუი, შუურსი, ბლინდი, ტალიაფიკო – ეკელენკამპი (46. კლაასენი), მარტინესი, გრავენბერხი – ანტონი, ტადიჩი, პრომესი.

 

  1. ლივერპული – 9 ქულა (ბურთები: 8-0)
  2. აიაქსი – 4 (4-4)
  3. ატალანტა – 4 (6-7)
  4. მიტიულანდი – 0 (1-8)