ჩემპიონთა ლიგა. III ტური - C ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ფაქტები
* დოდომ „შახტარის“ მე-80 ბრაზილიური გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. ამ ქვეყნის ფეხბურთელებს უფრო მეტი გოლი „ბარსელონაში“ გაუტანიათ – 85.
* ზაგრების „დინამომ“ 20-წლიანი პაუზის შემდეგ აიღო ქულა ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში. ბოლოს ხორვატებმა არ წააგეს 1999 წელს – ასევე 2:2 ითამაშეს „მარსელის“ მოედანზე.
* რაჰიმ სტერლინგმა 12 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა და მერვე ინგლისელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩში სამი გოლი გაიტანა.
* სტერლინგს ამ სეზონში 17 ოფიციალურ მატჩში 24 ქულა აქვს „გოლი+პასი“ სისტემით.
* „ატალანტა“ პირველი იტალიური გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველი სამი მატჩი წააგო.
შედეგები
შახტარი-დინამო ზ 2:2
გოლები: 1:0 კონოპლიანკა (17), 1:1 ოლმო (25), 1:2 ორშიჩი (60-პენ), 2:2 დოდო (75)
შახტარი: პიატოვი – ბოლბატი (66. დოდო), კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი – ალან პატრიკი, სტეპანენკო – მარლუში (84. კოვალენკო), ტაისონი, კონოპლიანკა (66. სოლომონი) – ჟუნიორ მორაეში
დინამო: ლივაკოვიჩი – ტეოფილ-კატერინი, დილავერი, პერიჩი – სტოიანოვიჩი, მორო, ადემი (68. გოიაკი), ლეოვაცი – ოლმო, ორშიჩი (90. ივანუშეცი) – გავრანოვიჩი (62. პეტკოვიჩი)
მანჩესტერ სიტი-ატალანტა 5:1
გოლები: 0:1 მალინოვსკი (28-პენ), 1:1 აგუერო (34), 2:1 აგუერო (38-პენ), 3:1 სტერლინგი (58), 4:1 სტერლინგი (64), 5:1 სტერლინგი (79)
სიტი ედერსონი – მენდი (71. კანსელო), ფერნანდინიო, როდრი (41. სტოუნზი), უოლკერი – ფოდენი, გიუნდოგანი, დე ბრუინი (67. ოტამენდი) – სტერლინგი, აგუერო, მაჰრეზი
ატალანტა გოლინი – ტოლოი, ჯიმშიტი, მაზიელო (46. პაშალიჩი) – კასტანი, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი – მალინოვსკი – ილიჩიჩი (72. ჰატებური), გომესი (46. მურიელი)
გათამაშების ცხრილი
1. სიტი – 9 ქულა
2. დინამო ზ – 4
3. შახტარი – 4
4. ატალანტა – 0