ჩემპიონთა ლიგა. III ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა. III ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ფაქტები
* რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში რუუდ ვან ნისტელროის გაუსწრო და მეხუთე ადგილზეა. ამ სიისი ტოპ-ხუთეული ასეთია:
კრიშტიანო რონალდო – 127
ლიონელ მესი – 112
რაული – 71
ქარიმ ბენზემა – 60
რობერტ ლევანდოვსკი – 58
* მანუელ ნოიერმა ბოლო ხუთ ოფიციალურ მატჩში ცხრა გოლი გაუშვა.
* ჰარი კეინს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 16 გოლი დაუგროვდა. ინგლისელებს შორის ლიდერია პოლ სქოულზი 19 გოლით.
* „ტოტენჰემი“ მეორე გუნდია, რომელმაც ორი მატჩი ჩაატარა ზედიზედ „მინუს ხუთი“ და „პლუს ხუთი“ სხვაობით. პირველი იყო „პარი სენ-ჟერმენი“, რომელმაც 1:6 მიიღო „ბარსელონასგან“, შემდეგ მატჩში კი „სელტიკს“ 5:0 მოუგო.
შედეგები
ოლიმპიაკოსი-ბაიერნი 2:3
გოლები: 1:0 ელ არაბი (23), 1:1 ლევანდოვსკი (34), 1:2 ლევანდოვსკი (64), 1:3 ტოლისო (75), 2:3 გილერმე (79)
ოლიმპიაკოსი: სა – ელაბდელაუი, სემედო, მერია, ციმაკისი – გილერმე – პოდენსე, ბუჩაბაკისი (69. ლოვერა), კამარა (88. რანჯელოვიჩი), მასურასი (78. გერერო) – ელ არაბი
ბაიერნი: ნოიერი – კიმიხი, პავარი, ლუკას ერნანდესი (59. ბოატენგი), ალაბა – ტიაგო ალკანტარა, მარტინესი (46. ტოლისო) – მიულერი (86. პერიშიჩი), კოუტინიო, გნაბრი – ლევანდოვსკი
ტოტენჰემი-ცრ. ზვეზდა 5:0
გოლები: 1:0 კეინი (9), 2:0 სონი (16), 3:0 სონი (44), 4:0 ლამელა (57), 5:0 კეინი (72)
ტოტენჰემი: გასანიგა – დევისი, ვერტონგენი (73. ფოიტი), სავიჩი, ორიე – სისოკო, ნდომბელე – ლამელა, ალი (79. ლო სელსო), სონი (68. დაიერი) – კეინი
ცრვენა ზვეზდა: ბორიანი – გობელიჩი, დაგენაკი, მილუნოვიჩი, როდიჩი – კანიასი (62. პეტროვიჩი), ვულიჩი – გარსია, მარინი, ვან ლა პარა (82. ვუკანოვიჩი) – ტომანე (62. პავკოვი)
გათამაშების ცხრილი
1. ბაიერნი – 9 ქულა
2. ტოტენჰემი – 4
3. ცრვენა ზვეზდა – 3
4. ოლიმპიაკოსი – 1