ჩემპიონთა ლიგა. III ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა. III ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* კილიან მბაპეს ჰეთ-თრიკი საიუბილეო მეასე იყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

* მბაპე გახდა ბოლო 11 წელიწადში პირველი მოთამაშე, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეცვლაზე შესვლის შემდეგ შეასრულა. 2008 წელს იგივე შეძლო ხოსება ლორენტემ „ვილიარეალიდან“, როცა სამი გოლი გაუტანა „ოლბორგს“.

* მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი გაიტანა. ფრანგმა ლიონელ მესის რეკორდი დაამხო.

* „რეალმა“ 28 დარტყმა შეასრულა ფერნანდო მუსლერას კარის მიმართულებით, აქედან 14 იყო ზუსტი.

* „ბრიუგეს“ კარში ზუსტად არ დაურტყამს.

* მომდევნო ტურში შინ „ბრიუგესთან“ მოგების შემთხვევაში, „პარი სენ-ჟერმენი“ ორი ტურით ადრე გაინაღდებს პლეი ოფში თამაშს.

* მაურო იკარდიმ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში.

* „გალათასარაის“ მეკარემ ფერნანდო მუსლერამ 11 სეივი შეასრულა.

* „გალათასარაის“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ რვა მატჩია (+0=2-6) არ მოუგია.

შედეგები

გალათასარაი-რეალი 0:1

გოლი: 0:1 კროოსი (18)

გალათასარაი: მუსლერა – მარიანო, ლუინდამა, მარკაო, ნაგატომო – დონკი (46. ფეგული), სერი (77. მორი), ნზონზი – ბელჰანდა (67. ბაირამი), ანდონე, ბაბელი

რეალი: კურტუა – კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო – ვალვერდე (79. ხამეს როდრიგესი), კაზემირო, კროოსი – როდრიგო (82. იოვიჩი), ბენზემა, აზარი (79. ვინისიუში)

ბრიუგე-პსჟ 0:5

გოლები: 0:1 იკარდი (7), 0:2 მბაპე (71), 0:3 იკარდი (63), 0:4 მბაპე (79), 0:5 მბაპე (83)

ბრიუგე: მინოლე – მატა, მეჰელე, დელი – სობოლი (80. ბალანტა), დიატა, ვანაკენი, რიტსი, კეტელარე (57. ოკერეკე) – ტაუ, დენისი (76. ოპენდა)

პსჟ: ნავასი – მუნიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი – ერერა (72. დიალო), მარკინიოსი, ვერატი – დი მარია, იკარდი (65. პარედესი), ჩუპო-მოტინგი (52. მბაპე)

გათამაშების ცხრილი

1. პსჟ – 9 ქულა

2. რეალი – 4

3. ბრიუგე – 2

4. გალათასარაი – 1