ჩემპიონთა ლიგა, II ტური - G ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგა, II ტური - G ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

ფაქტები

* 2004-05 წლების სეზონიდან მოყოლებული, როცა მესიმ პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, არგენტინელს 35 შედეგიანი პასი დაუგროვდა. ამავე პერიოდში უფრო მეტი საგოლე გადაცემა კრიშტიანო რონალდოს აქვს – 38.

* დემბელემ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩში შეძლო გოლის გატანა, არადა, ფრანგს ლა ლიგაში წელიწადზე მეტია არ გაუტანია – 2019 წლის 6 ოქტომბრის შემდეგ.

* პირველ ტაიმში ლიონელ მესის სამი მწვავე პასი ჰქონდა, მთლიანად იუვენტუსს – ერთი.

* ალვარო მორატამ სამი გოლი გაიტანა თამაშგარე მდგომარეობიდან.

* ბარსელონამ ჯგუფურ ეტაპზე 18 გასვლით მატჩში მხოლოდ ერთი წააგო – 11 მოგება, 6 ფრე. კატალონელმა სტუმრად წაუგებელი სერია 11 მატჩს უდრის.

 

იუვენტუსი-ბარსელონა                    0:2

გოლები: 0:1 დემბელე (14), 0:2 მესი (90+1-პენ)

იუვენტუსი (3-4-3): შჩესტნი – დემირალი, ბონუჩი, დანილო – კუადრადო, ბენტანკური (83. არტური), რაბიო (83. ბერნარდესკი), კულუშევსკი (75. მაკენი) – კიეზა, ალვარო მორატა, დიბალა.

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტო – სერხი რობერტო, არაუხო (46. ბუსკეტსი), ლანგლე, ჟორდი ალბა – პიანიჩი, ფ. დე იონგი – გრიზმანი (89. ფირპო), პედრი (90+2. ბრეიტვეიტი), დემბელე (66. ფატი) – მესი.

გაძევება: დემირალი (85. იუვენტუსი)

ფერენცვაროში-დინამო (კ)                                  2:2

გოლები: 0:1 ციგანკოვი (28-პენ), 0:2 დე პენა (41), 1:2 ნგუენი (59), 2:2 ბოლი (90)

ფერენცვაროში (4-2-1-3): დიბუში – ლოვრენჩიჩი (86. ბოტკა), ბლაჟიჩი, კოვაჩევიჩი (86. დვალი), ჰაისტერი – სომალია, ხარატინი (65. ლედუნი) – ზიგერი (73. მაკი) – ზუბკოვი, ისაელი (73. ბოლი), ნგუენი.

დინამო (4-3-3): ბოიკო – კეძიორა, ზაბარნი, პოპოვი, კარავაევი – ბუიალსკი (82. გარმაში), სიდორჩუკი, შაპარენკო (89. ბალუტა) – ციგანკოვი (90+3. როდრიგესი), სუპრიაგა (89. ვერბიჩი), დე პენა.

გაძევება: სიდორჩუკი (86. დინამო)

 

  1. ბარსელონა – 6 (7-1)
  2. იუვენტუსი – 3 (2-2)
  3. დინამო – 1 (2-4)

4. ფერენცვაროში – 1 (3-7)