ჩემპიონთა ლიგა, II ტური - D ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგა, II ტური - D ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

ფაქტები

* დიოგო ჟოტას გოლი ლივერპულისთვის არის მე-10000 გოლი ისტორიაში. გუნდმა პირველი მატჩი 128 წლის წინ, 1892 წელს ჩაატარა.

* ლივერპულმა პირველად ბოლო 51 ოფიციალურ მატჩში, პირველ ტაიმში ზუსტი დარტყმა ვერ შეასრულა. ეს სერია 2018 წლის ოქტომბრიდან იწყებოდა.

* მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ენფილდზე გამართულ 10 მატჩში 10 გოლში მიიღო მონაწილეობა – 9 გოლი და ერთი პასი.

* სალაჰი მეორე მოთამაშეა ლივერპულის ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 20 ან მეტი გოლი გაიტანა. პირველი იყო სტივენ ჯერარდი.

* ლივერპულმა ზედიზედ მესამე ოფიციალური მატჩი მოიგო.

 

ლივერპული-მიდტიულანდი             2:0

გოლები: 1:0 დიოგო ჟოტა (55), 2:0 სალაჰი (90+2. პენ)

ლივერპული (4-2-3-1): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ფაბინიო (30. უილიამსი), რობერტსონი – ჰენდერსონი (46. ვიინალდუმი), მილნერი – შაქირი, მინამინო (61. სალაჰი), დიოგო ჟოტა (81. რობერტო ფირმინო) – ორიჯი (60. მანე).

მიდტიულანდი (4-2-3-1): ანდერსენი – ი. ანდერსონი, სვიატჩენკო, შოლცი, პაულინიო – ონიეკა, კაიუსტე (81. კრაევი) – დრეიერი, სისტო (72. ევანდერი), მაბილი (66. მ. ანდერსონი) – კაბა (81. პფაიფერი).

ატალანტა-აიაქსი     2:2

გოლები: 0:1 ტადიჩი (30-პენ), 0:2 ტრაორე (38), 1:2 საპატა (54), 2:2 საპატა (60)

ატალანტა (3-4-1-2): სპორტიელი – ტოლოი, რომერო, ჯიმსიტი – ჰატებოერი, პაშალიჩი, ფროილერი, გოსენსი – ილიჩიჩი (79. მალინოვსკი), გომესი (78. მურიელი) – საპატა.

აიაქსი (4-3-3): ონანა – მაზრაუი (56. კლაიბერი), შუურსი, ბლინდი, ტალიაფიკო – კლაასენი, ტადიჩი, გრავენბერხი – ანტონი (90+4. ლაბიადი), ტრაორე, ნერეში (69. პრომესი).

  1. ლივერპული – 6 (3-0)
  2. ატალანტა – 4 (6-2)
  3. აიაქსი – 1 (2-3)

4. მიტიულანდი – 0 (0-6)