ჩემპიონთა ლიგა, II ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგა, II ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

ფაქტები

* გლადბახი 30-ე გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ქარიმ ბენზემამ გოლი გაუტანა. ის მეოთხე ფეხბურთელია ლიონელ მესის, რაულისა და კრიშტიანო რონალდოს შემდეგ, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია.

* კაზემირომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად შეძლო ერთ მატჩში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება.

* რეალმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 მატჩიდან ცხრა წააგო, როცა პირველი ტაიმის შემდეგ ჩამორჩენილი იყო.

* მარკუს ტურამმა რეალის წინააღმდეგ შესრულებული დუბლით უკვე უფრო მეტი გოლი დააგროვა ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე მისმა ლეგენდარულმა მამამ ლილიან ტურამმა – ორი ერთის წინააღმდეგ.

* ინტერმა 2009-10 წლების სეზონის შემდეგ, პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე უგოლო ფრე.

* შახტარმა ბოლო ხუთ წელიწადში პირველად არ გაუშვა გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში გოლი.

 

შახტარი-ინტერი                                           0:0

შახტარი (4-2-3-1): ტრუბინი – დოდო, ხოჭოლავა (62. მატვიენკო), ბონდარი, კორნიენკო – მარლოში (88. ალან პატრიკი), მაიკონი – ტეტე, მარკოს ანტონიო, სოლომონი – დენტინიო (15. ტაისონი).

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი – დ’ამბროზიო (79. დარმიანი), დე ვრი, ბასტონი – ჰაკიმი, ბარელა, ბროზოვიჩი, ვიდალი (79. ერიქსენი), იანგი (85. პინამონტი) – ლუკაკუ, მარტინესი (72. პერიშიჩი).

 

გლადბახი-რეალი    2:2

გოლები: 1:0 ტურამი (33), 2:0 ტურამი (58), 2:1 ბენზემა (87), 2:2 კაზემირო (90+3)

გლადბახი (4-1-2-1-2): ზომერი – ლენერი, გინტერი, ელვედი, ბენსებაინი – კრამერი – ჰოფმანი, ნიოჰაუსი – შტინდლი (79. ვოლფი) – პლეა (79. ემბოლო), ტურამი (71. ჰერმანი).

რეალი (4-3-3): კურტუა – ლუკას ვასკესი, სერხიო რამოსი, ვარანი, მენდი – კროოსი (71. მოდრიჩი), კაზემირო, ვალვერდე – მარკო ასენსიო (84. როდრიგო), ბენზემა, ჟუნიორ ვინისიუსი (70. ე. აზარი).

  1. შახტარი – 4 (3-2)
  2. გლადბახი – 2 (4-4)
  3. ინტერი – 2 (2-2)

4. რეალი – 1 (4-5)