E ჯგუფი
დინამო (ზ)-ჩელსი (20:45)
* „დინამოს“ საკუთარ სტადიონზე 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 16 მოგება და სამი ფრე.
* „ჩელსის“ ფეხბურთელს მატეო კოვაჩიჩს ექვსი წელი აქვს გატარებული „დინამოში“. ამ გუნდში სადებიუტო გოლი მან 16 წლის ასაკში გაიტანა.
* „დინამოს“ ბოლო სამი მატჩიდან ორი მოგებული აქვს ინგლისური კლუბების წინააღმდეგ.
* „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 42 მატჩიდან მხოლოდ ხუთი აქვს მოგებული.
* „ჩელსის“ ლიგაზე ბოლო 11 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული.
* „ჩელსიმ“ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 17 მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო.
* გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
* „ჩელსი“ პირველად ხვდება ხორვატულ გუნდს.
სავარაუდო შემადგენლობები
დინამო: ლივაკოვიჩი; რისტოვსკი, ი. შუტალო, პერიჩი, ლუბიჩიჩი; ადემი, მიშიჩი; ივანუშეცი, ბატურინა, ორშიჩი; პეტკოვიჩი.
ვერ ითამაშებენ: ბ. შუტალო
საეჭვო: მენალო
ჩელსი: არისაბალაგა; ჩალობა, კულიბალი, ფოფანა; ჯეიმსი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ჩილველი; მაუნტი, სტერლინგი, ჰავერტცი.
ვერ ითამაშებენ: კანტე
საეჭვო: ობამეიანგი, მენდი
ზალცბურგი-მილანი (23:00)
* „ზალცბურგს“ ყველა ტურნირზე შვიდმატჩიანი მოგებების სერია აქვს, „მილანი“ 10 მატჩია არ მარცხდება.
* „მილანს“ ავსტრიული გუნდების წინააღმდეგ ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს, გარდა ამისა, ბოლო ხუთი მატჩი ზედიზედ მოიგო ბურთების შეფარდებით – 16:2.
* ავსტრიულ გუნდებს არასოდეს დაუმარცხებიათ იტალიური გინდები ჩემპიონთა ლიგაზე – ორი ფრე, რვა წაგება.
* „მილანი“ ყველა ტურნირზე 23 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
* „ზალცბურგს“ 357-წუთიანი „მშრალი“ სერია აქვს.
* შარშან „ზალცბურგს“ ჯგუფურ ეტაპზე შინ არ წაუგია.
* ურთიერთშეხვედრები: +0=0=2; ბურთები: 0-4
სავარაუდო შემადგენლობები
ზალცბურგი: კონი; დედიჩი, სოლე, ვობერი, ულმერი; ზაივალდი; კაპალდო, კამერი, კიერგორი; ოკაფორი, ფერნანდო.
ვერ ითამაშებენ: დიამბუ, კოიტა, ომორეგი, პიატკოვსკი, ტიჯანი
საეჭვო: სუჩიჩი
მილანი: მენიანი; კალაბრია, კალულუ, ტომორი, ტეო ერნანდესი; ტონალი, ბენასერი; მესიასი, დე კეტელერი, რაფაელ ლეაო; ჟირუ.
ვერ ითამაშებენ: რებიჩი
საეჭვო: არავინ
F ჯგუფი
სელტიკი-რეალი (23:00)
* „სელტიკმა“ შოტლანდიის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში 9:0 მოუგო „დანდი იუნაიტედს“, ბოლო ტურში – 4:0 დაამარცხა „რეინჯერსი“.
* „რეალი“ არასოდეს ჩარჩენილა ჯგუფში.
* „სელტიკს“ ყველა ტურნირზე შვიდმატჩიანი მოგებების სერია აქვს, „რეალს“ – ხუთი.
* „რეალს“ ბოლო ოთხი მატჩია „მშრალად“ არ შეუნახავს საკუთარი კარი.
* ურთიერთშეხვედრები: +1=0=1; ბურთები: 2-3
სავარაუდო შემადგენლობები
სელტიკი: ჰარტი; იურანოვიჩი, კარტერ-ვიკერსი, სტარფელტი, ტეილორი; ო’რაილი, მაკგრეგორი, ჰატატე; აბადა, ფურუჰაში, ჟოტა.
ვერ ითამაშებენ: არავინ
საეჭვო: ფურუჰაში, სტარფელტი
რეალი: კურტუა; ლუკას ვასკესი, ედერ მილიტაო, რიუდიგერი, მენდი; მოდრიჩი, ჩუამენი, კროოსი; როდრიგო, ბენზემა, ვინისიუს ჟუნიორი.
ვერ ითამაშებენ: ვალიეხო, ოდრიოსოლა
საეჭვო: არავინ
ლაიპციგი-შახტარი (23:00)
* „შახტარს“ 16-ჯერ უთამაშია ჯგუფურ ეტაპზე. მაგრამ მხოლოდ ოთხჯერ გავიდა პლეი ოფში.
* გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
სავარაუდო შემადგენლობები
ლაიპციგი: გულაჩი; სიმაკანი, გვარდიოლი, ორბანი; ლაიმერი, კამპლი; ჰენრიხსი, შობოშლაი, რაუმი; ვერნერი, ნკუნკუ.
ვერ ითამაშებენ: ოლმო, კლოსტერმანი, პოულსენი
საეჭვო: არავინ
შახტარი: ტრუბინი; ტეილორი, კრივცოვი, მატვიენკო, მიხაილიჩენკო; სტეპანენკო, პეტრიაკი, სუდაკოვი, ბონდარენკო, მუდრიკი; სიკანი.
ვერ ითამაშებენ: კორნიენკო
საეჭვო: არავინ
G ჯგუფი
დორტმუნდი-კოპენჰაგენი (20:45)
* „დორტმუნდი“ 39 ოფიციალური მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
* ურთიერთშეხვედრები: +2=0=0; ბურთები: 2-0
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი: კობელი; მონიე, ჰუმელსი, შლოტერბეკი, რაფაელ გერეირო; ბელინგემი, ოზჩანი; ტ. აზარი, როისი, ბრანდტი; მოდესტი.
ვერ ითამაშებენ: ბაინო-გიტენსი, დაუდი, მალენი, მორი
საეჭვო: ადეიემი, რაფაელ გერეირო
კოპენჰაგენი: რაიანი; კრისტენსენი, ხოჭოლავა, ვავრო, დიკსი; ზეკა; დარამი, ფალკი, ლერაგერი, კლაესონი; კორნელიუსი.
ვერ ითამაშებენ: გრაბარა
საეჭვო: ბოილესენი
სევილია-მანჩესტერ სიტი (23:00)
* ერლინგ ჰალანდს ევროტურნირებზე 25 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი.
* „სევილიას“ ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი მოგება ინგლისური კლუბების წინააღმდეგ.
* „მანჩესტერ სიტის“ სტუმრად ესპანური კლუბების წინააღმდეგ 13 მატჩში მხოლოდ სამი მოგება აქვს.
* შარშან ჯგუფურ ეტაპზე „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად სამიდან ორჯერ წააგო.
* „სევილიას“ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურებში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
* „მანჩესტერ სიტი“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 17 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
* „სევილიამ“ ლა ლიგას პირველ ოთხ ტურში მხოლოდ ქულა აიღო.
* ურთიერთშეხვედრები: +0=0=2; ბურთები: 2-5
სავარაუდო შემადგენლობები
სევილია: ბუნუ; ხესუს ნავასი, გუდელი, ნიანზუ, აკუნია; ხორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი; ლამელა, რაფა მირი, გომესი.
ვერ ითამაშებენ: მარკაო, კორონა
საეჭვო: რეკიკი
მანჩესტერ სიტი: ედერსონი; სტოუნზი, რუბენ დიასი, აკე, ჟოაო კანსელო; დე ბრუინი, როდრი, ბერნარდო სილვა; მაჰრეზი, ჰალანდი, ფოდენი.
ვერ ითამაშებენ: ლაპორტი, უოკერი
საეჭვო: არავინ
H ჯგუფი
პსჟ-იუვენტუსი (23:00)
* ფრანგული გუნდების წინააღმდეგ „იუვენტუსს“ ბოლო 10 მატჩში ერთი წაგება აქვს.
* ჩემპიონთა ლიგის წინა 22 გათამაშებაში „იუვენტუსმა“ მხოლოდ ერთხელ წააგო პირველ ტურში.
* ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 30 საშინაო მატჩში პსჟ-მ მხოლოდ ერთხელ წააგო.
* გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: დონარუმა; სერხიო რამოსი, მარკინიოსი, კიმპემბე; ჰაკიმი, ვერატი, ვიტინია, ნუნუ მენდეში; მესი, მბაპე, ნეიმარი.
ვერ ითამაშებენ: არავინ
საეჭვო: ვიტინია
იუვენტუსი: პერინი; დანილო, ბონუჩი, ბრემერი, ალექს სანდრო; ლოკატელი, პარედესი, რაბიო; კუადრადო, ვლაჰოვიჩი, კოსტიჩი.
ვერ ითამაშებენ: კიეზა, კაიო ჟორჟე, პოგბა, შჩესნი, დი მარია
საეჭვო: ალექს სანდრო
ბენფიკა-მაკაბი (ჰ) (23:00)
* „მაკაბის“ ბოლო გამოსვლა ჯგუფურ ეტაპზე (2009-10) ძალიან წარუმატებელი იყო – ნული გოლი და ნული ქულა. თუმცა, ექვსიდან ხუთი მატჩი გუნდმა 0:1 დათმო.
* „ბენფიკამ“ ახალი სეზონი ზედიზედ ცხრა მოგებით დაიწყო. ლისაბონელები საშუალიდ მატჩში სამ გოლს იტანენ.
* გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა: ვლახოდიმოსი; ბა, ოტამენდი, ანტონიო სილვა, გრიმალდო; ფლორენტინო, ფერნანდესი; ნერეში, რაფა სილვა, ჟოაო მარიო; გონსალო რამოსი.
ვერ ითამაშებენ: ლუკას ვერისიმო, ჟოაო ვიქტორი, მორატო
საეჭვო: არავინ
მაკაბი: კოენი; კორნუდი, გოლდბერგი, სუნდგრენი, მენაჩემი; ჩერი, მოჰამედი, ლავი; ჰაზიზა, პიერო, დავიდი.
ვერ ითამაშებენ: რაზ მეირი, ჟაბერი
საეჭვო: არავინ