ჩემპიონთა ლიგა, I ტური - H ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, I ტური - H ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

  • „ზენიტი“ რვა მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იგებს – ერთი ფრე და შვიდი წაგება.
  • შეწყდა ოფიციალურ მატჩებში „ზენიტის“ 17-მატჩიანი წაუგებელი სერია.
  • „ჩელსის“ პირველ ტაიმში ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.
  • „იუვენტუსმა“ კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ, პირველი მატჩი მოიგო.
  • თომას ტუხელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, „ჩელსის“ ყველაზე მეტი „მშრალი“ მატჩი დაუგროვდა TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების კლუბებს შორის – 23.
  • ედუარ მენდიმ ჩემპიონთა ლიგაზე 13 მატჩი ჩაატარა და 10-ჯერ „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.

 


ჩელსი 1:0 ზენიტი


გოლი: 1:0 ლუკაკუ (69)

ჩელსი (3-4-2-1): მენდი – ასპილიკუეტა (83. ტიაგო სილვა), კრისტენსენი, რიუდიგერი – ჯეიმსი, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, მარკოს ალონსო (83. ჩილუელი) – მაუნტი (90+3. ლოფტუს-ჩიკი), ზიეჩი (63. ჰავერტცი) – ლუკაკუ.

ზენიტი (4-5-1): კრიციუკი – სუტორმინი, ჩისტიაკოვი, რაკიცკი (88. კრუგოვოი), სანტოსი – მალკომი (75. ძიუბა), ვენდელი (75. ერიოხინი), ბარიოსი, კუზიაევი (82. კრავცოვი), კლაუდინიო (88. მოსტოვოი) – აზმუნი.

 


მალმიო 0:3 იუვენტუსი


გოლები: 0:1 ალექს სანდრო (23), 0:2 დიბალა (45-პენ), 0:3 ალვარო მორატა (45+1)

მალმიო (5-3-2): დიავარა – ბერგეტი, აჰმედჰოძიჩი, ნილსენი, ბრორსონი, რიკსი (75. ოლსონი) – ინოჩენტი (75. ნანასი), კრისტიანსენი, რაკიპი (59. ნალიჩი) – ბირმანჩევიჩი (59. აბუბაკარი), ცოლაკი.

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი – დანილო, დე ლიგტი (86. რუგანი), ბონუჩი, ალექს სანდრო – კუადრადო (82. კულუსევსკი), ლოკატელი, ბენტანკური (67. მაკენი), რაბიო – დიბალა (82. რემზი), ალვარო მორატა (67. კინი).