ფაქტები
* ბრუნო ფერნანდეშმა ბოლო 12 პენალტიდან 11 გაიტანა.
* „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგაზე ცხრა ავტოგოლი დაუგროვდა – ყველაზე მეტი ტურნირის ისტორიაში.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მე-10 გასვლითი მატჩი მოიგო ყველა ტურნირზე, რაც ამ გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა.
* ანჯელინომ ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა: „შალკეს“, „აუგსბურგისა“ და „ბაშაქშეჰირის“ კარში. მას კარიერაში პირველად აქვს ასეთი სერია.
პსჟ-მანჩესტერ იუნ 1:2
გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (23-პენ), 1:1 მარსიალი (55-საკ. კარში), 1:2 რეშფორდი (87)
პ: კეილორ ნავასი – ფლორენცი (79. დაგბა), დიალო, კიმპემბე, კურზავა (86. ბაკერი) – ანდერ ერერა (78. რაფინია), დანილო პერეირა, გეიე (46. კინი) – დი მარია (86. სარაბია), ნეიმარი, მბაპე.
მ: დე ხეა – ვან-ბისაკა, ტუანზებე, ლინდელოფი, შოუ – ფრედი, მაკტომინეი – რეშფორდი, ბრუნო ფერნანდეში (88. ვან დე ბეეკი), ტელესი (67. პოგბა) – მარსიალი (88. ჯეიმსი).
ლაიპციგი-ბაშაქშეჰირი 2:0
გოლები: 1:0 ანჯელინო (16), 2:0 ანჯელინო (20)
ლ: გულაში – ორბანი, უპამეკანო (66. კონატე), ჰალშტენბერგი – მუკიელი, ნკუნკუ (70. კოუივერტი), კამპლი (58. ადამსი), ანჯელინო – ოლმო (65. ჰენრიხსი), ფორსბერგი (46. ჰი-ჩან ჰვანგი) – პოულსენი.
ბ: მერთ გუნოქი – კაისარა (30. ბერქაი ოზჩანი), შკრტელი, ეპურეანუ, ბოლინგოლი-მბომბო – რაფაელი, მეჰმეთ თოფალი (67. ბა), ერფან კაჰვეჩი (83. ალექსიჩი)- ვისკა, კრიველი, დენიზ თურუჩი (84. ჯულიანო).