ჩემპიონთა ლიგა, I ტური - G ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, I ტური - G ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

  • „ზალცბურგის“ შემადგენლობის საშუალო ასაკი 22 წელი და 220 დღე იყო. 2009 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ასეთ ახალგაზრდა შემადგენლობას არ უთამაშია.
  • „სევილიასა“ და „ზალცბურგის“ შეხვედრაში პირველად ერთ ტაიმში ოთხი პენალტი დაინიშნა.
  • ქარიმ ადეიემი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც პირველ ტაიმში სამი პენალტი გამოიმუშავა.
  • ივან რაკიტიჩმა „სევილიას“ მე-100 გოლი გაიტანა ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე.

 


სევილია 1:1 ზალცბურგი


გოლები: 0:1 სუჩიჩი (21-პენ), 1:1 რაკიტიჩი (42-პენ)

სევილია (4-3-3): ბონო – ნავასი (87. მონტიელი), დიეგო კარლოსი, კუნდე, აკუნია – ხორდანი (46. დილეინი), ფერნანდო რეჟესი, რაკიტიჩი (66. რაფა მირი) – სუსო (46. ოკამპოსი), ენ ნესირი, გომესი (58. ლამელა).

ზალცბურგი (4-4-2): კონი – კრისტენსენი, სოლე, ვობერი (51. პიატკოვსკი), ულმერი – სუჩიჩი, აარონსონი, კამარა, საივალდი (79. კაპალდო) – სესკო (67. ადამუ), ადეიემი (80. ოკაფორი).

გაძევება: ენ ნესირი (50. სევილია)

მე-13 წუთზე ადეიემიმ (ზალცბურგი) ვერ გაიტანა პენალტი.

37-ე წუთზე სუსიჩმა (ზალცბურგი) ვერ გაიტანა პენალტი.

 


ლილი 0:0 ვოლფსბურგი


ლილი (4-4-2): გრბიჩი – ზექი ჩელიქი, ჟოზე ფონტე, ბოტმანი, მანდავა – დავიდი, ანდრე, სეკა (83. ონანა), იკონე (74. ლიჰაჯი) – გომესი (74. იუსუფ იაზიჩი), ბურაქ ილმაზი.

ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტელსი – მბაბუ, ლაკრუა, ბრუქსი, რუსიონი (83. გერჰარდტი) – გილავოგი, არნოლდი – ბაკუ (62. ლუკებაკიო), ფილიპი (66. ბორნაუ), შტეფენი (62. ვალდშმიდტი) – ვეგჰორსტი (66. ნმეჩა).

გაძევება: ბრუქსი (63. ვოლფსბურგი)