ფაქტები
* ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ ისტორიაში მესამე მწვრთნელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე გასვლითი მატჩი მოიგო. მანამდე ეს მოახერხეს მარჩელო ლიპიმ (1995) და ფაბიო კაპელომ (2004).
* ალვარო მორატა 53-ე მატჩს თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე და პირველი დუბლი შეასრულა.
* ჯორჯო კიელინიმ 71-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და გაუსწრო ალესიო ტაკინარდის. „იუვენტუსის“ ფეხბურთელებიდან მასზე მეტი ჩემპიონთა ლიგაზე ალესანდრო დელ პიეროსა (89) და ჯანლუიჯი ბუფონს (112) უთამაშიათ.
* აარონ რემზი მესამე უელსელია გარეტ ბეილისა (64) და რაიან გიგზის (141) შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 50 მატჩი ჩაატარა.
* 17 წლისა და 355 დღის ანსუ ფატი პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც 18 წლის ასაკამდე ჩემპიონთა ლიგაზე ორი გოლი გაიტანა.
* ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში პირველად გაიტანა გოლი 17 წლის ორმა ფეხბურთელმა – ფატიმ და პედრიმ.
* ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც ზედიზედ 16 სეზონში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი.
* ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე 36 სხვადასხვა გუნდისთვის გაუტანია გოლი, რაც ტურნირის რეკორდია.
დინამო (კ)-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 მორატა (46), 0:2 მორატა (84)
დ: ბუშჩანი – კეძიორა, ზაბარნი, მიკოლენკო, კარავაევი (70. პოპოვი) – ბუიალსკი (89. გარმაში), სიდორჩუკი, შაპარენკო – ციგანკოვი (70. ვერბიჩი), სუპრიაგა, დე პენა (60. როდრიგესი).
ი: შჩესტნი – დანილო, ბონუჩი, კიელინი (19. დემირალი) – კიეზა, ბენტანკური (79. არტური), რაბიო, კუადრადო – რემზი (79. ბერნარდესკი) – კულუშევსკი (56. დიბალა), მორატა.
ბარსელონა-ფერენცვაროში 5:1
გოლები: 1:0 მესი (27-პენ), 2:0 ფატი (42), 3:0 ფილიპე კოუტინიო (52), 3:1 ხარატინი (70-პენ), 4:1 პედრი (82), 5:1 დემბელე (89)
ბ: ნეტო – სერხი რობერტო (62. ფირპო), პიკე, ლანგლე, დესტი – პიანიჩი (76. ბუსკეტსი), დე იონგი – ტრინკაო (63. დემბელე), ფილიპე კოუტინიო (71. არაუხო), ფატი (63. პედრი) – მესი.
ფ: დიბუში – ბოტკა (77 ლოვრენჩიჩი), ბლაჟიჩი, კოვაჩევიჩი, ცივიჩი (63. ჰაისტერი) – ხარატინი, ლაიდუინი (63. სომალია) – ზიგერი – ზუბკოვი (71. მაკი), ნგუენი (71. ბოლი), ისაელი.
გაძევება: პიკე (68. ბარსელონა)