ჩემპიონთა ლიგა, I ტური - F ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, I ტური - F ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

  • კრიშტიანო რონალდომ 177-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე, რითაც გაიმეორა იკერ კასილიასის რეკორდი.
  • „მანჩესტერში“ დაბრუნების შემდეგ, კრიშტიანო რონალდოს ორ მატჩში სამი გოლი აქვს.
  • კრიშტიანო რონალდოს 135 გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე. მეორე ადგილზეა ლიონელ მესი – 120, მესამეზე რობერტ ლევანდოვსკი – 75.
  • „იანგ ბოიზი“ 36-ე გუნდია, რომლისთვისაც კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა მესის.
  • კრიშტიანო რონალდომ 30 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 63 გოლი გაიტანა – ეს მინიმუმ 35-ით მეტია ნებისმიერ სხვა მოთამაშის შედეგზე.
  • კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-16 სეზონში გაიტანა. აქამდე ასეთი შედეგი მესისა და ქარიმ ბენზემას ჰქონდათ.
  • „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მხოლოდ ორჯერ დაარტყა „იანგ ბოიზის“ კარში – ორივე რონალდომ.
  • „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ხუთ მატჩში ოთხი წაგება აქვს.
  • ოლე-გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 11 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და შვიდჯერ დამარცხდა.

 


იანგ ბოიზი 2:1 მანჩესტერ იუნ


გოლები: 0:1 კრიშტიანო რონალდო (13), 1:1 მუმი ნგამალო (66), 2:1 სიბატჩეუ (90+5)

იანგ ბოიზი (4-2-3-1): ფონ ბალმოოსი – ჰეფტი (83. სულეიმანი), კამარა, ლაუპერი (90+2. ცესიგერი), გარსია – სიერო (46. სიბატჩეუ), მარტინს პერეირა (82. რიდერი) – ფასნახტი, აებიშერი, მუმი ნგამალო – ელია (90+2. კანგა).

მანჩესტერ იუნ (4-2-3-1): დე ხეა – ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ – პოგბა, ფრედი (89. მარსიალი) – სანჩო (37. დალოტი), ფერნანდეში (72. მატიჩი), ვან დე ბეეკი (46. ვარანი) – კრიშტიანო რონალდო (72. ლინგარდი).

გაძევება: ვან-ბისაკა (35. მანჩესტერ იუნაიტედი)

 


ვილიარეალი 2:2 ატალანტა


გოლები: 0:1 ფროილერი (6), 1:1 ტრიგეროსი (39), 2:1 დანიუმა (73), 2:2 გოსენსი (83)

ვილიარეალი (4-3-3): რული – ფოიტი, რაულ ალბიოლი, პაუ ტორესი, ალფონსო პედრაზა (87. მარიო გასპარი) – პარეხო, კაპუე (60. კოკლენი), ტრიგეროსი (60. მ. გომესი) – ჟერარდ მორენო, დია (61. დანიუმა), პინო (73. ა. მორენო).

ატალანტა (3-4-2-1): მუსო – ტოლოი, პალომინო, ჯიმსიტი (61. დემირალი) – ძაპაკოსტა, დე როონი (70. კოოპმეინერსი), ფროილერი, გოოსენსი – მალინოვსკი (71. პაშალიჩი), პესინა (79. ალ. მირანჩუკი) – საპატა (70. ილიჩიჩი).

გაძევება: კოკლენი (84. ვილიარეალი)