ჩემპიონთა ლიგა, I ტური - E ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, I ტური - E ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

  • „ბარსელონამ“ ბოლო 24 წელიწადში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტო მატჩო. 1997-98 წლების სეზონში გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და პლეი ოფში ვერ მოხვდა.
  • „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ოთხი შეხვედრა ვერ მოიგო – ერთი ფრე და სამი წაგება, ბურთების შეფარდება – 2:11.
  • „ბარსელონას“ კარში ზუსტი დარტყმა არ ჰქონია, „ბაიერნს“ – შვიდი.
  • „ბაიერნმა“ „ბარსელონას“ ზედიზედ სამი მატჩი მოუგო ბურთების შეფარდებით – 14:4.
  • ლევანდოვსკიმ ზედიზედ მე-18 ოფიციალურ მატჩში გაიტანა. ამ სერიისას მას 29 გოლი დაუგროვდა.
  • თომას მიულერმა „ბარსელონას“ ექვს მატჩში შვიდჯერ გაუტანა – ყველაზე მეტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.
  • „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 23-ე მატჩში გაიტანა. ეს ახალი საკლუბო რეკორდია.
  • პირველად ისტორიაში, „ბარსელონამ“ ევროთასებზე შინ ზედიზედ სამი მატჩი წააგო.

 


ბარსელონა 0:3 ბაიერნი


გოლები: 0:1 მიულერი (33), 0:2 ლევანდოვსკი (56), 0:3 ლევანდოვსკი (85)

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი – არაუხო, ერიკ გარსია (66. მინგესა), პიკე – სერხი რობერტო (59 დემირი), ფ. დე იონგი, ბუსკეტსი (59. გავი), პედრი, ჟორდი ალბა (74. ბალდე) – ლ. დე იონგი (66. ფილიპე კოუტინიო), დეპაი.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი – პავარი (66. ერნანდესი), უპამეკანო, ზიულე (82. სტანისიჩი), დევისი – კიმიხი – სანე (82. კომანი), მიულერი (82. ზაბიტცერი), გორეტცკა, მუსიალა (70. გნაბრი) – ლევანდოვსკი.

 


დინამო კ. 0:0 ბენფიკა


დინამო კ (4-4-1-1): ბოიკო – კეძიორა, ზაბარნი, სიროტა, მიკოლენკო – ციგანკოვი (76. კარავაევი), სიდორჩუკი, შაპარენკო, დე პენა (76. ვერბიჩი) – ბუიალსკი – შკურინი (60. გარმაში).

ბენფიკა (3-4-2-1): ვლახოდიმოსი – ოტამენდი, ვერტონგენი, მორატო – ჟილბერტო (70. ლაზარო), ჟოაო მარიო (85. ტაარაბტი), ვაიგლი, გრიმალდო – რაფა სილვა (90. პიცი), ევერტონი (60. რადონიჩი) – იარემჩუკი (60. ნუნიესი).

დატოვე კომენტარი