ჩემპიონთა ლიგა, I ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, I ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ფაქტები

  • მოჰამედ სალაჰმა (ლივერპული) ჩემპიონთა ლიგის მატჩებში „ენფილდზე“ მე-14 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი გაიმეორა, რომელიც სტივენ ჯერარდს ეკუთვნის.
  • მოჰამედ სალაჰმა მეორედ ვერ გაიტანა პენალტი „ლივერპულის“ შემადგენლობაში. მას 19-დან 17 პენალტი აქვს გატანილი.
  • ჯორდან ჰენდერსონმა ზედიზედ მე-11 სეზონში გაიტანა.
  • „მილანმა“ 110 წამის ინტერვალით ორი გოლი გაიტანა.
  • „მილანმა“ 2745-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე.

 


ატლეტიკო 0:0 პორტუ


ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი – ლორენტე, ხიმენესი, ფელიპე 75. ერერა), ერმოსო (56. რენან ლოდი) – კარასკო, კოკე (56. ა. კორეა), კონდოგბია, ლემარი (36. დე პაული) – სუარესი, ჟოაო ფელიქსი (56. გრიზმანი).

პორტუ (4-4-2): დიოგო კოშტა – კორონა, მბემბა, პეპე (54. მარკანო), სანუსი (46. ვენდელი) – ოტავიო, ურიბე (66. ვიტინია), გრუიჩი, დიასი (85. პეპე) – ტარემი, ტ. მარტინესი (66. სერჟიო ოლივეირა).

გაძევება: მბემბა (90+5. პორტუ)

 


ლივერპული 3:2 მილანი


გოლები: 1:0 ტომორი (9-საკ. კარში), 1:1 რებიჩი (42), 1:2 დიასი (44), 2:2 სალაჰი (49), 3:2 ჰენდერსონი (69)

ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, გომესი, რობერტსონი – კეიტა (71. ტიაგო ალკანტარა), ფაბინიო, ჰენდერსონი (84. მილნერი) – სალაჰი (84. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ორიჯი (63. მანე), დიოგო ჟოტა (71. ჯონსი).

მილანი (4-2-3-1): მენანი – კალაბრია, კიაერი, ტომორი, ერნანდესი – კესი, ბენასერი (71. ტონალი) – სელმაკერსი (62. ფლორენცი), დიასი, ლეაო (62. ჟირუ) – რებიჩი (83. მალდინი).

მე-14 წუთზე სალაჰმა (ლივერპული) პენალტი ვერ გამოიყენა

დატოვე კომენტარი