ჩემპიონთა ლიგა. I ტური. B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგა. I ტური. B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

ფაქტები

* რეალმა 2005 წლის სექტემბრის (ლიონთან გასვლაზე ) შემდეგ პირველად გაუშვა პირველ ტაიმში საკუთარ კარში სამი გოლი. საკუთარ მოედანზე პირველ ნახევარში სამი გაშვებული ბურთი 2000 წლის თებერვლით თარიღდება (ბაიერნთან).

* რეალმა ევროთასებზე პირველად წააგო საკუთარ მოედანზე პირველი ტაიმი 0:3.

* რეალმა პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე. მანამდე 12-დან 12 ჰქონდა მოგებული.

* ვინისიუსმა შეცვლაზე შესვლის შემდეგ 15 წამში გაიტანა.

* რეალმა სერხიო რამოსის გარეშე ჩემპიონთა ლიგის ბოლო რვა მატჩიდან შვიდი წააგო.

* რეალმა ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო – პირველად 1981 წლის შემდეგ. შარშან, მადრიდელებმა ორივე მერვედფინალი დათმეს მანჩესტერ სიტისთან.

* ლუკა მოდრიჩი რეალის მეოთხე ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე 35 წლის (ან მეტი) ასაკში გაიტანა გოლი. მანამდე ეს შეძლეს ალფრედო დი სტეფანომ, ფერენც პუშკაშმა და ფრანსისკო ჰენტომ.

* რომელუ ლუკაკუმ ევროთასებზე ზედიზედ ცხრა მატჩში გაიტანა გოლი (სულ 11).

* ლუკაკუმ ჩემპიონთა ლიგაზე ინტერისბოლო ექვს გოლში მიიღო მონაწილეობა – ოთხი გოლი და ორი შედეგიანი პასი.

* ინტერმა პირველ ტაიმში მეტოქეს არც ერთი დარტყმა არ შეასრულებინა. ბოლოს ეს ბაიერნმა გააკეთა 2019 წლის ნოემბერში ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ.

 

რეალი-შახტარი       2:3

გოლები: 0:1 ტეტე (29), 0:2 ვარანი (33-საკ. კარში), 0:3 სოლომონი (42), 1:3 მოდრიჩი (54), 2:3 ჟუნიორ ვინისიუსი (59)

რეალი (4-3-3): კურტუა – მენდი, ედერ მილიტაო, ვარანი, მარსელო – მოდრიჩი (70. კროოსი), კაზემირო, ვალვერდე – როდრიგო (46. ბენზემა), იოვიჩი (59. ჟუნიორ ვინისიუსი), მარკო ასენსიო.

შახტარი (4-2-3-1): ტრუბინი – დოდო, ხოჭოლავა, ბონდარი, კორნიენკო – მარლოში, მაიკონი – ტეტე, მარკოს ანტონიო (90+4. ვიუნიკი), სოლომონი (90+2. ვიტაო) – დენტინიო (86. სუდაკოვი).

 

ინტერი-გლადბახი   2:2

გოლები: 1:0 ლუკაკუ (49), 1:1 ბენსებაინი (63-პენ), 1:2 ჰოფმანი (85), 2:2 ლუკაკუ (90)

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი – დ’ამბროზიო, დე ვრი, კოლაროვი – დარმიანი, ბარელა, ვიდალი, პერიშიჩი (79. ბასტონი) – ერიქსენი (79. ბროზოვიჩი) – ლუკაკუ, სანჩესი (46. მარტინესი).

გლადბახი (4-2-3-1): ზომერი – ლენერი, გინტერი, ელვედი, ბენსებაინი – კრამერი, ნიოჰაუსი – ტურამი (90+5. ვოლფი), ემბოლო (74. ჰერმანი), ჰოფმანი – პლეა (90. შტინდლი).