ჩემპიონთა ლიგა, I ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, I ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ფაქტები

  • ანდერ ერერამ (პსჟ) ბოლო ოთხ ოფიციალურ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.
  • ლიონელ მესიმ (პსჟ0 150-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე.
  • პეპ გვარდიოლამ მე-300 მატჩი ჩაატარა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის რანგში. გარდა ამისა, ეს მისი 750-ე მატჩი იყო სამწვრთნელო კარიერაში.
  • კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიპციგი) მეორე ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის ზედიზედ ორ მატჩში გაუტანა ჰეთ-თრიკი. მანამდე ეს გააკეთა კილიან მბაპემ.
  • ჯეკ გრილიშმა (მანჩესტერ სიტი) სადებიუტო მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. მისმა გუნდმა 6:3 მოუგო „ლაიპციგს“, გრილიშმა გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.

 


მანჩესტერ სიტი 6:3 ლაიპციგი


გოლები: 1:0 აკე (16), 2:0 მუკიელი (28-საკ. კარში), 2:1 ნკუნკუ (42), 3:1 მაჰრეზი (45+2-პენ), 3:2 ნკუნკუ (51), 4:2 გრილიში (56), 4:3 ნკუნკუ (73), 5:3 ჟოაო კანსელო (75), 6:3 გაბრიელ ჟესუსი (86)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი – ჟოაო კანსელო, რუბენ დიაში, აკე, ზინჩენკო – დე ბრუინი (71. ფოდენი), როდრი (59. ფერნანდინიო), ბერნარდო სილვა (59. გიუნდოგანი) – გრილიში (81. გაბრიელ ჟესუსი), ფერან ტორესი (71. სტერლინგი), მაჰრეზი

ლაიპციგი: გულაჩი – კლოსტერმანი, ორბანი, მუკიელი, ანჯელინო – ლაიმერი (60. ჰაიდარა), ადამსი – ოლმო (72. ბრობი), ფორსბერგი (61. შობოშლაი), ნკუნკუ (81. გვარდიოლი) – ანდრე სილვა (60. პოულსენი).

გაძევება: ანჯელინო (79. ლაიპციგი)

 


ბრიუგე 1:1 პსჟ


გოლები: 0:1 ანდერ ერერა (15), 1:1 ვანაკენი (27)

ბრიუგე (3-5-2): მინოლე – კლინტონ მატა, ჰენდრი, ნსოკი – სოვა (90+2. მაუასა), რიტსი, ვანაკენი, ბალანტა, სობოლი – დე კეტელერი, ლანგი.

პსჟ (4-3-3): კეილორ ნავასი – ჰაკიმი, მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო (75. ნუნუ მენდეში) – ვეინალდუმი (46. დრაქსლერი), პარედესი (46. დანილო), ანდერ ერერა – მესი, მბაპე (51. იკარდი), ნეიმარი.

 

დატოვე კომენტარი