ჩემპიონთა ლიგა | გვარდიოლა - „რეალს“ მოსამზადებლად ცხრა დღე აქვს, ჩვენ - ორი #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მადრიდის „რეალთან“ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. გვარდიოლამ უკმაყოფილება არ დამალა, რომ მის გუნდს, მეტოქესთან შედარებით, ბევრად გადატვირთული გრაფიკი აქვს და მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელიც 9 აპრილს გაიმართება, სათანადოდ მომზადებას ვერ ახერხებს.
„31 მარტს „არსენალს“ ვეთამაშებით, 3 აპრილს – „ასტონ ვილას“, ხოლო 6 აპრილს – „კრისტალ პალასს“, ამის შემდეგ კი მადრიდში უნდა გავემგაზვროთ. „რეალს“ მთელი ცხრა დღე აქვს მოსამზადებლად, ჩვენ – ორი! ამ დღეებში ხშირად ვფიქრობ: „მომეცით თუნდაც კიდევ ერთი დღე, რადგან სხვაობა ძალიან დიდია, უშანსოდ დიდი“, – აცხადებს ხოსეპ გვარდიოლა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრა „რეალსა“ და „სიტის“ შორის 9 აპრილს მადრიდში გაიმართება, საპასუხო მატჩს კი მანჩესტერი 17 აპრილს უმასპინძლებს.