ჩემპიონთა ლიგა გრძელდება - „ლაიპციგს“ და „პარი სენ-ჟერმენს“ ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
ჩემპიონთა ლიგა გრძელდება - „ლაიპციგს“ და „პარი სენ-ჟერმენს“ ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

18 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგა ნახევარფინალური ეტაპით განახლდება და როგორც ყოველთვის, დიდ სანახაობას გვპირდება.

დღეს ერთი მატჩი გაიმართება, სადაც „ლაიპციგი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ფინალის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. მატჩი თბილისის დროით ღამის 11 საათზე გაიმართება.

 

23:00 ლაიპციგი – პსჟ

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ლაიპციგი: გულაჩი, კლოსტერმანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი, ლაიმერი, კამპლი, ზაბიტცერი, ანხელინო, ოლმო, პოულსენი, ნკუნკუ.

პსჟ: რიკო, კერერი, სილვა, კიმპემპე, ბერნატი, მარკინიოსი, პარედესი, დი მარია, მბაპე, ნეიმარი, იკარდი.

 

იულიან ნაგელსმანი (ლაიპციგის მწვრთნელი): „ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების შემდგომ, ჩვენ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვსურდა. ფეხბურთელებს გამარჯვების უდიდესი სურვილი აქვთ და ამ ყველაფერს მე მათ გამომეტყველებაზე ვამჩნევ. ჩვენ მზად ვართ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. შეუძლებელია იმის განჭვრეტა, თუ რას გააკეთებენ ნეიმარი და მბაპე თამაშის მიმდინარეობისას. ისინი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. ჩვენ მათგან გუნდურად უნდა დავიცვათ თავი. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით რომ მთელი თამაში წნეხის ქვეშ ვამყოფოთ.“

თომას ტუხელი (პსჟ-ს მწვრთნელი): „ჩვენ აქ ვართ, რადგან ეს დავიმსახურეთ. არაჩვეულებრივი სეზონი გვქონდა, ბევრი ვიშრომეთ და ყველა მატჩს სერიოზულად ვუდგებოდით. ჩვენ მოწყურებულები ვართ წარმატებას. „ლაიპციგი“ მაღალ პრესინგს თამაშობს, მათ „ატალატნტას“ მსგავსი, ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ.“