ჩემპიონთა ლიგა | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ პრაღაში „სლავია“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე პრაღის „სლავიას“ ესტუმრა და ტურნირის ძირითად ფაზაში მეორე გამარჯვება იზეიმა – 1:0.
ჩეხეთში გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის ბუქენანის გოლით (62) ესპანელები უკვე იგებდნენ.
გიორგის მიქაუტაძეს კონტრშეტევაზე ორჯერ შეეძლო „ვილიარეალის“ უპირატესობის გაზრდა, მაგრამ პირველ ეპიზოდში მცველებმა აჯობეს, მეორედ – მეკარემ.
ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე გამართული ხუთი ტურის შემდეგ „ვილიარეალმა“ 6 ქულა დააგროვა და პლეიოფის ზონაში იმყოფება.
ცხრილი იტვირთება…