ჩემპიონთა ლიგა - „ფეიენოორდმა“ „მილანი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა - „ფეიენოორდმა“ „მილანი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის პირველ მატჩში „ფეიენოორდმა“ შინ 1:0 დაამარცხა „მილანი“.

იტალიურმა კლუბმა გოლი უკვე მე-3 წუთზე გაუშვა მეკარე მაიკ მენიანის შეცდომის შემდეგ – იგორ პაიშაოს დარტყმის მერე მან მოასწრო ახლო კუთხეში დარტყმულზე რეაგირება, მაგრამ ბურთი კარში მაინც შევარდა.

განმეორებითი მატჩი მილანში 18 თებერვალს გაიმართება.

 

ფაქტები

* „ფეიენოორდმა“ პირველად ითამაშა მთავარი ევროპული ტურნირის საპლეიოფო მატჩში 1984-85 წლების სეზონში შემდეგ.

* „ფეიენოორდმა“ პირველად მოიგო ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩში 1974 წლის ოქტომბრის შემდეგ.

* „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-12 გასვლითი მატჩი ვერ მოიგო.

 

ფეიენოორდი-მილანი   1:0

გოლი: 1:0 პაიშაო (3)

ფეიენოორდი: ველენროიტერი, სმალი (70. ბუენო), ჰანცკო, ბელენი, რიდი (79. მიტჩელი), ტიმბერი (79. ოსმანი), მილამბო, მოდერი, პაიშაო (85. ივანუშეცი), უედა (46. კარანსა), ჰაჯ-მუსა.

მილანი: მენიანი, ტ. ერნანდესი, პავლოვიჩი, ტიავი (60. ტომორი), უოკერი, რეინდერსი, ფოფანა, რაფაელ ლეაო (83. კამარდა), ჟოაო ფელიქსი, პულიშიჩი (60. ჩუკვუეზე), ხიმენესი (83. აბრაჰამი).