ჩემპიონთა ლიგა - „დორტმუნდმა“ თითქმის გაინაღდა მერვედფინალში თამაში #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა - „დორტმუნდმა“ თითქმის გაინაღდა მერვედფინალში თამაში #1TVSPORT

ფაქტები

* სერუ გირასის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი დაუგროვდა, რითიც მან რობერტ ლევანდოვსკისა და ერლინგ ჰალანდის საკლუბო რეკორდი გაიმეორა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით.

* გირასის „გოლი+პასის“ სისტემით 13 ქულა (10+3) დაუგროვდა.

* „სპორტინგმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი ვერ მოიგო ჩემპიოთა ლიგაზე.

 

სპორტინგი-დორტმუნდი           0:3

გოლები: 0:1 გირასი (60), 0:2 გროსი (68), 0:3 ადეიემი (82)

სპორტინგი: რუი სილვა, მატეუს რეისი (62. დანიელ ბრაგანსა), სენ-ჟიუსტი, დიომანდე, ფრესნედა (73. კუარეჟმა), სიმოინში (62. მორიტა), დებასტი (73. ბიელი), არაუხო, კენდა, ტრინკაო, ჰარდერი (59. დიოკერეში).

დორტმუნდი: კობელი, სვენსონი (90+3. ზიულე), შლოტერბეკი, რიერსონი, ემრე ჯანი, გროსი (90+3. ოზჩანი), ზაბიტცერი, ბრანდტი (86. დურანვილი), გიტენსი (65. ბაიერი), ადეიემი (86. ჩუკვუემეკა), გირასი.