ჩემპიონთა ლიგა | დიეგო სიმეონე - „არსენალმა“ ფინალში გასვლა დაიმსახურა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | დიეგო სიმეონე - „არსენალმა“ ფინალში გასვლა დაიმსახურა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ დამრცხების შემდეგ „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მედიასთან ვრცელი კომენტარი გააკეთა:

„დავიწყოთ იმით, რომ მეტოქე ძალიან თავდაჯერებული იყო და შემდეგ ეტაპზე თამაში დაიმსახურა.

თუ მკითხავთ, როგორ ვარ, გეტყით, რომ თავს მშვიდად ვგრძნობ. გუნდმა აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა. პირველ მატჩში მოგება შეგვეძლო, თუმცა ვერ მოვახერხეთ.

დღეს, მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ. პირველ ტაიმში კარგი დაცვა ვითამაშეთ, თუმცა შეტევაში ვერაფრი გავაკეთეთ. მეორე ტაიმში მომენტებიც შევქმენით, მაგრამ არ გაგვიმართლა.

გრიზმანზე პენალტის მომენტის განხილვას აზრი არ აქვს. ზოგჯერ შეიძლება, მსაჯებმა შეცდომა შენ სასარგებლოდ დაუშვან, თუმცა დღეს არ გაგვიმართლა. ამაყი ვარ, რომ აქამდე მოსვლა შევძელით“, – აღნიშნა დიეგო სიმეონემ.

„ატლეტიკოს“ მწვრთნელმა მეტოქე გუნდსა და მიკელ არტეტაზეც ისაუბრა:

„გუნდისთვის არტეტას გაწეული სამსახური წარმოუდგენელია. ისინი წლების განმავლობაში ცდილობდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიღწევას.

გულწრფელად, ძალიან ბედნიერი ვარ „არსენალის“ გამო, მან ეს ნამდვილად დაიმსახურა“.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უტიტულოდ დარჩენას ეხებოდა, დიეგო სიმეონემ ასე უპასუხა:

„რეალობა არა უტიტულოდ დარჩენა, არამედ ის არის, რომ „ატლეტიკო“, როგორც კლუბი, ყველა ასპექტში ძალიან გაიზარდა.

ეს არის კლუბი, რომელიც აღიარებულია ევროპასა და მსოფლიოში“.