ჩემპიონთა ლიგა - „ბრიუგემ“ კომპენსირებულ დროში პენალტით მოუგო „ატალანტას“ [ვიდეო] #1TVSPORT
„ბრიუგემ“ საშინაო არენაზე დაამარცხა „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის პირველ მატჩში – 2:1.
მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა მასპინძლების ფორვარდმა, ფერან იუტგლამ.
იტალიურმა კლუბმა 41-ე წუთზე გაათანაბრა მარიო პაშალიჩის ზუსტი დარტყმით.
მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში „ატალანტას“ შვედმა მცველმა, ისაკ ჰინმა საჯარიმოში სახეში ხელი მოარტყა თანამემამულე გუსტაფ ნილსონს, რის გამოც იტალიელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ნილსონმა გამოიყენა.
განმეორებითი მატჩი ბერგამოში 18 თებერვალს გაიმართება.
ფაქტები
* მარიო პაშალიჩი 7 გოლით „ატალანტას“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე.
* „ატალანტას“ ბოლო 5 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
ბრიუგე-ატალანტა 1:1
გოლები: 1:0 იუტგლა (15), 1:1 პაშალიჩი (41), 2:1 ნილსონი (90+4-პენ)
ბრიუგე: მინოლე, დე კუიპერი, მიჩელე, ორდონიესი, სეისი, იაშარი, ნვადიკე, ცოლისი (70. ნილსონი), ვანაკენი, ტალბი (86. სიკე), იუტგლა (86. ვეტლესენი).
ატალანტა: რუი პატრისიო, პოში (71. ტოლოი), ჰინი, ჯიმშიტი, პაშალიჩი (63. სამარჯიჩი), ძაპაკოსტა (86. პალესტრა), დე როონი, ედერსონი, ბელანოვა (63. კუადრადო), რეტეგი (71. ბრეშიანინი), დე კეტელარე.