ჩემპიონთა ლიგა - „ბენფიკამ“ სტუმრად მონაკოში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა - „ბენფიკამ“ სტუმრად მონაკოში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

„მონაკო“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის პირველ მატჩში დამარცხდა. ფრანგულმა კლუბმა შინ წააგო „ბენფიკასთან“ 0:1.

ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე ვანგელის პავლიდისმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 52-ე წუთიდან „მონაკო“ ათი კაცით თამაშობდა – გააძევეს ალ-მუსრათი.

განმეორებითი მატჩი ლისაბონში 18 თებერვალს გაიმართება.

 

მონაკო-ბენფიკა                0:1

გოლი: 0:1 პავლიდისი (48)

მონაკო: მაეცკი, სალისუ, კერერი, დიატა, ვანდერსონი, გოლოვინი (68. ბენ-სეგირი), ელ-მუსრატი, ზაკარია, აკლიუში (68. მინამინო), ბირეტი (57. მაგასა), ემბოლო.

ბენფიკა: ტრუბინი, ალვარო ფერნანდესი, ოტამენდი, ანტონიო სილვა, ტომაშ არაუჟო (67. დი მარია), ორქუნ ქოქჩიუ, ფლორენტინო (67. ბარეირო), ეურსნესი, შეილდერუპი (78. ამდუნი), პავლიდისი (78. ბელოტი), მუჰამედ აქთიურქოგლუ.