ჩემპიონთა ლიგა | „ბარსელონას“ „პლზენთან“ ლევანდოვსკი და ბუსკეტსი დააკლდებიან #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | „ბარსელონას“ „პლზენთან“ ლევანდოვსკი და ბუსკეტსი დააკლდებიან #1TVSPORT

1 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში, „ბარსელონა“ სტუმრად ჩეხეთის „ვიქტორია პლზენს“ ეთამაშება. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ამ შეხვედრისთვის „ბარსელონას“ განაცხადში ვერ მოხვდნენ რობერტ ლევანდოვსკი და სერხიო ბუსკეტსი. პოლონელ ფორვარდს ზურგის ტრავმის გამო დასვენების შესაძლებლობა მისცეს, ბუსკეტსის არყოფნის მიზეზი კი უცნობია. მათ გარდა, ტრავმის გამო, ჩეხებთან მატჩს ერიკ გარსია და ჟიულ კუნდეც გამოტოვებენ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ და „პლზენმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოხვედრის შანსი დაკარგეს, კატალონილები ასპარეზობას ევროპალიგაზე გააგრძელებენ.