ჩემპიონთა ლიგა - „ბაიერნმა“ კეინის გოლით „სელტიკს“ სძლია [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა - „ბაიერნმა“ კეინის გოლით „სელტიკს“ სძლია [ვიდეო] #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ სტუმრად 2:1 დაამარცხა „სელტიკი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის პირველ მატჩში.

სტუმრებმა შესვენების წინ გახსნეს ანგარიში – ეფექტური დარტყმით თავი გამოიჩინა მაიკლ ოლისემ.

მეორე ტაიმის სტარტზე ჰარი კეინმა ორამდე გაზარდა გერმანული გუნდის უპირატესობა – ინგლისელმა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ გაიტანა.

„სელტიკმა“ ერთი საპასუხო გოლის გატანა 79-ე წუთზე შეძლო დაიძენ მაედას ზუსტი დარტყმის წყალობით.

განმეორებითი მატჩი მიუნხენში 18 თებერვალს გაიმართება.

 

ფაქტები

* მაიკლ ოლისემ სადებიუტო ჩემპიონთა ლიგაზე 5 გოლი დააგროვა. ფრანგი ფეხბურთელებიდან უფრო მეტი გოლი დებიუტისას ტიერი ანრიმ (7) და კილიან მბაპემ (6) გაიტანეს.

* ჰარი კეინმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა.

* კეინმა „ბაიერნის“ მაისურით 74 მატჩში 73 გოლი გაიტანა.

 

სელტიკი-ბაიერნი            1:2

გოლები: 0:1 ოლისე (45), 0:2 კეინი (49), 1:2 მაედა (79)

სელტიკი: შმეიხელი, ტეილორი (65. შლუპი), ტრასტი, კარტერ-ვიკერსი, ჯონსტონი, ჰატატე, მაკგრეგორი, ენგელსი, მაედა, იდა (65. ჟოტა), კიუნი (77. იანი).

ბაიერნი: ნოიერი, რაფაელ გერეირო (78. იტო), დაიერი, უპამეკანო, ლაიმერი, გორეტცკა, კიმიხი, სანე (65. კომანი), მუსიალა (87. მიულერი), ოლისე (65. გნაბრი), კეინი.