ჩემპიონთა ლიგა 2026-27 | „რეალმა“ პირველი ტურის მთავარი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

01:23, 09.09.2026

პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში „რეალმა“ მეტოქის შეცდომების ხარჯზე გაიმარჯვა. მე-14 წუთზე კერტის ჯონსი შეცდა, რითაც ბრაიმ დიასმა ისარგებლა და კილიან მბაპეს გაატანინა. 23-ე წუთზე კი მილანელთა მეკარემ საჯარიმოში ფინტის შესრულება დაიწყო და ფედერიკო ვალვერდემ დასაჯა.

„ინტერმა“ ერთი საპასუხო ბურთი 77-ე წუთზე გაიტანა, როცა კარლოს აუგუსტომ შეუცვალა მიმართულება ლაუტარო მარტინესის პასს. სტუმრებმა უფრო მეტჯერ დაარტყეს, მაგრამ ტიბო კურტუამ „რეალი“ ექვსჯერ გადაარჩინა.

ფაქტები

* „რეალმა“ ამ საუკუნეში ხუთიდან ხუთჯერ მოუგო „ინტერს“.

* კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 71-ე გოლი გაიტანა და დაეწია ყველა დროის სიაში მეხუთე ადგილზე მყოფ რაულს. ამ დუეტზე წინ არიან: ქარიმ ბენზემა (90), რობერტ ლევანდოვსკი (109), ლიონელ მესი (129) და კრიშტიანო რონალდო (140).

* ფედერიკო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ხუთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. ეს ერთით მეტია, ვიდრე წინა 75 მატჩში.

* ტიბო კურტუა მერვე მეკარეა ისტორიაში, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი დაუგროვდა.

* „რეალმა“ ბოლო 23 მატჩიდან 21 მოუგო იტალიურ კლუბებს.

 

რეალი-ინტერი 2:1

გოლები: 1:0 მბაპე (14), 2:0 ვალვერდე (23), 2:1 კარლოს აუგუსტო (77)

 

მსგავსი