ჩემპიონთა ლიგა 2026-27 | „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი უპასუხო გოლით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

01:36, 11.09.2026

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველად ითამაშა ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგაზე და დებიუტი ტრიუმფალური გამოუვიდა. ინგლისელებმა ამ სეზონის სენსაციას, „საბაჰს“ დიდი ანგარიშით მოუგეს.

 

ფაქტები

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2023 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე.

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მე-300 მატჩი ჩაატარა.

* ბრუნო ფერნანდეშს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის (2020 წლის ზამთარი) შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 44 შედეგიანი მოქმედება აქვს (23 გოლი, 21 შედეგიანი გადაცემა). ნახევარმცელებს შორის ამ პერიოდში ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

 

მანჩესტერ იუნ-საბაჰი    4:0

გოლები: 1:0 მატეუშ კუნია (27), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (42), 3:0 შეშკო (45), 4:0 ლ. მარტინესი (68)

მსგავსი