ჩემპიონთა ლიგა 2026-27 | „ლივერპულმა“ „ატლეტიკოს“ ზედიზედ მეოთხედ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპულმა“ ტრადიციას არ უღალატა და ზედიზედ მეოთხედ მოუგო „ატლეტიკოს“. არადა, ინგლისელები მე-17 წუთზე მარკოს ლორენტეს გოლის შემდეგ მდევრის როლში აღმოჩდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელმა „ენფილდზე“ სამ მატჩში ხუთი გოლი გაუტანა „ლივერპულს“.
მერსისაიდელებმა პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს, როცა დომინიკ სობოსლაიმ რონალდ არაუხოს ქუსლით პასი გამოიყენა, გამარჯვების გოლი კი 50-ე წუთზე ალექსის მაკალისტერმა გაიტანა.
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 19 საშინაო მატჩიდან მე-18 მოიგო.
ლივერპული-ატლეტიკო 2:1
გოლები: 0:1 ლორენტე (17), 1:1 სობოსლაი (40), 2:1 მაკალისტერი (50)