ჩემპიონთა ლიგა 2026-27 | „კომოს“ ჩემპიონთა ლიგაზე შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა, პრაღაში თრილერი გათამაშდა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ძირითად ეტაპზე პირველი ტური დასრულდა.
ხუთშაბათს ორმა იტალიურმა კლუბმა ითამაშა. „რომამ“ სტამბოლში „ფენერბახჩეს“ წინააღმდეგ ვერ შეინარჩუნა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა, სესკ ფაბრეგასის „კომოს“ კი შთამბეჭდავი დებიუტი გამოუვიდა – შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა „ლაიპციგი“.
დრამატული მატჩი იყო პრაღაში. „სლავიამ“ მთელი მეორე ტაიმი „ლანსის“ წინააღმდეგ 10 ფეხბურთელით ითამაშა, მიუხედავად ამისა, ძირითადი დრო მოიგო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა.
ფაქტები
* „ეინდჰოვენს“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 11 მატჩში მხოლოდ 2 მოგება აქვს.
* „ეინდჰოვენს“ ყველა ტურნირზე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
* „ეინდჰოვენი“, ზედიზედ შვიდი სეზონია, ვერ იგება ევროტურნირების პირველ მატჩს.
* „ლანსმა“ 1998 წლის შემდეგ პირველად მოიგო მთავარი ევროტურნირის მატჩი სტუმრად.
* „კომო“ ჩემპიონთა ლიგაზე იტალიის მე-16 გუნდი გახდა.
ფენერბახჩე-რომა 1:1
გოლები: 0:1 კრისტანტე (39), 1:1 ბრაუნი (48)
ეინდჰოვენი-შახტარი 1:1
გოლები: 0:1 მენდოსა (45+1). 1:1 დესტი (48)
კომო-ლაიპციგი 4:1
გოლები: 1:0 ბატურინა (15), 2:0 დუვიკასი (38), 3:0 დიაო (54), 3:1 მაქსიმოვიჩი (58), 4:1 პერონე (90)
სლავია-ლანსი 2:3
გოლები: 1:0 შტურმი (51), 1:1 სიმა (73), 2:1 შტურმი (88), 2:2 ტოვენი (90+1), 2:3 აგილარი (90+3)