ჩემპიონთა ლიგა 2026-27 | ჰალანდმა „სიტის“ მოაგებინა, ეთან მბაპემ „ლილი“ დააღალატა [ვიდეო] #1TVSPORT

01:48, 09.09.2026

„მანჩესტერ სიტიმ“ ერლინგ ჰალანდის დუბლით დამაჯერებლად მოუგო სტუმრად „პორტუს“. ნორვეგიელს ერთი გოლი ენცო ფერნანდესმა გაატანინა – ეს არგენტინელის პირველი შედეგიანი მოქმედება იყო ახალ კლუბში. ჰალანდმა კი ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და სეზონში ხუთი გოლი აქვს.

 

ფაქტები

* ერლინგ ჰალანდს ჩემპიონთა ლიგაზე 59 მატჩში 59 გოლი აქვს გატანილი.

* ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტიში“ 36 გოლი დააგროვა და გაუთანაბრდა საუკეთესო ბომბარდირს, სერხიო აგუეროს.

* ინგლისის სუპერთასზე წაგების შემდეგ „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო.

* „პორტუს“ 90 წუთის განმავლობაში არცერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.

* „სიტიმდე“ „პორტუს“ ახალ სეზონში ზედიზედ ექვსი მოგება ჰქონდა – ერთი პორტუგალიის სუპერთასზე და ხუთი ჩემპიონატში.

 

პორტუ-მანჩესტერ სიტი 0:2

გოლები: 0:1 ჰალანდი (47), 0:2 ჰალანდი (90+1)

 

ხუთგოლიანი მატჩი იყო დორტმუნდში, აქედან ორი – ავტოგოლი.

ხუთივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ სტუმრების ფეხბურთელმა, რენატო ვეიგამ საკუთარ კარში გაიტანა, შემდეგ გიორგი მიქაუტაძის პასით სანტიაგო მოურინიომ გაათანაბრა.

მე-80 და 85-ე წუთებზე სერუ გირასიმ ორჯერ გაიტანა და „დორტმუნდს“ კომფორტული უპირატესობა მოუტანა, თუმცა ბოლოს გირასიმ ავტოგოლიც გაიფორმა.

 

ფაქტები

* ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 32 მატჩი „ვილიარეალის“ მონაწილეობით უგოლო ფრით არ დასრულებულა. შარშან ეს გუნდები ასევე შეხვდნენ ძირითად ეტაპზე და გერმანელებმა 4:0 მოიგეს.

* გერმანიის სუპერთასზე წაგების შემდეგ „დორტმუნდმა“ ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო.

* „ვილიარეალს“ სეზონში საშინელი სტარტი აქვს – 0 მოგება ხუთ მატჩში.

 

დორტმუნდი-ვილიარეალი 3:2

გოლები: 1:0 ვეიგა (53-საკ. კარში), 1:1 მოურინიო (66), 2:1 გირასი (80), 3:1 გირასი (85-პენ), 3:2 გირასი (90+3-საკ. კარში)

 

უმცროსი ანჩელოტის „ლილმა“ კიდევ ერთ ხუთგოლიან მატჩში შინ წააგო „ბეტისთან“, არადა, ორჯერ იგებდა და ორივეჯერ ანგარიში მარკ ბარტრამ გაათანაბრა. მან ამ მატჩში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მანამდე ევროტურნირებზე 67 მატჩში (1 გოლი).

2:2-ზე გამარჯვების გოლი ტროი პეროტმა 53-ე წუთზე გაიტანა. ირლანდიელი, ზედიზედ მეორე მატჩია, გმირი ხდება – ამ უქმეებზე მან გამარჯვების გოლი შეაგდო ლა ლიგაში „რეალის“ წინააღმდეგ მატჩში.

„ლილმა“ ქამბექი ვერ შეასრულა, რაშიც დამნაშავე კილიან მბაპეს ძმა ეთან მბაპეა, რომელიც 56-ე წუთზე გააძევეს.

 

ლილი-ბეტისი 2:3

გოლები: 1:0 უედა (12), 1:1 ბარტრა (33), 2:1 ალესანდრო (36), 2:2 ბარტრა (49), 2:3 პეროტი (53)

გაძევება: ე. მბაპე (56. ლილი)

მსგავსი