ჩემპიონთა ლიგა 2026-27 | „ბარსელონამ“ ისევ ხუთი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გაგრძელდა ძირითადი ეტაპის პირველი ტური. მოგებით დაიწყო ტურნირი „ბარსელონამ“, რომელმაც შინ „ფეიენოორდი“ გაანადგურა. კატალონურმა გუნდმა სეზონში ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 22:3.
ფაქტები
* „ბარსელონამ“ წლევანდელი სეზონის პირველ 5 მატჩში ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტანა. ბოლოს ასეთი შედეგიანობა გუნდს სეზონის სტარტზე 1950 წელს ჰქონდა.
* „ბარსელონამ“ ახალი სეზონის პირველი ხუთი მატჩიდან ოთხში ხუთი გოლი გაიტანა.
* ლამინ იამალმა კარიერაში პირველად გაიტანა გოლი პირდაპირი დარტყმით საჯარიმოდან.
* იამალს ჩემპიონთა ლიგაზე 23 შედეგიანი მოქმედება (12+11) აქვს. მან დაამხო კილიან მბაპეს რეკორდი 19 წლამდე ფეხბურთელებს შორის.
* რაფინიამ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა. ბრაზილიელს სეზონში რვა გოლი აქვს.
* ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით 122 მატჩიდან „ბარსელონამ“ 41 დიდი ანგარიშით მოიგო.
ბარსელონა-ფეიენოორდი 5:1
გოლები: 1:0 რაფინია (3), 2:0 ადეიემი (21), 3:0 რაფინია (57), 4:0 იამალი (77), 4:1 სტეინი (82), 5:1 გაბრიელ ჟესუსი (85)