ჩემპიონთა ლიგა 2026-27 | „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მე-900 გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ დიდი ანგარიშით მოგებით დაიწყო ჩემპიონთა ლიგის სეზონი. გერმანიის ჩემპიონმა ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა შარშანდელი სეზონის სენსაციას, „ბოდო გლიმტს“.
ფაქტები
* „ბაიერნმა“ ზედიზედ 24-ე სეზონი დაიწყო ჩემპიონთა ლიგაზე.
* ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მერვე მატჩში გაიტანა.
* ჯამალ მუსიალამ პირველად გაიტანა მას შემდეგ, რაც ორჯერ გონება დაკარგა. ეს იყო „ბაიერნის“ მე-900 გოლი ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე. უფრო მეტი გოლი ტურნირზე „რეალს“ აქვს (1139).
* მაიკლ ოლისემ ამ სეზონის ხუთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.
* „ბაიერნს“ აპრილის შემდეგ ოფიციალური მატჩი არ წაუგია – 7 მოგება, 3 ფრე.
* მანუელ ნოიერი მე-18 სეზონს ატარებს ჩემპიონთა ლიგაზე – ეს რეკორდია გერმანელ ფეხბურთელებს შორის.
ბაიერნი-ბოდო გლიმტი 5:0
გოლები: 1:0 მუსიალა (47), 2:0 კეინი (61), 3:0 დევისი (77), 4:0 ოლისე (83), 5:0 ოლისე (90+2)