ჩემპიონთა ლიგა 2026-27 | „არსენალმა“ სტუმრად „ნაპოლის“ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

01:02, 10.09.2026

ინგლისის ჩემპიონმა, „არსენალმა“ მოგებით დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება. ლონდონელებმა მარტინ ედეგორის გოლით სტუმრად მოუგეს „ნაპოლის“. ნორვეგიელმა სეზონში ხუთ მატჩში უკვე ოთხი გოლი გაიტანა, „არსენალმა“ კი ხუთივე მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდებით – 10:1.

რაც შეეხება „ნაპოლის“, მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით გუნდმა ოთხიდან სამი მატჩი წააგო.

 

ნაპოლი-არსენალი          0:1

გოლი: 0:1 ედეგორი (75)

მსგავსი