ჩემპიონთა ლიგა 2025-26, მე-5 ტური | სენსაცია სტამბოლში, ოთხი გოლი „ვილიარეალის“ კარში, უქულო „აიაქსი“, „ნიუკასლის“ მარცხი მარსელში [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2025-26, მე-5 ტური | სენსაცია სტამბოლში, ოთხი გოლი „ვილიარეალის“ კარში, უქულო „აიაქსი“, „ნიუკასლის“ მარცხი მარსელში [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

* „ვილიარეალს“ გერმანიაში ჩატარებულ 5 მატჩში არასოდეს მოუგია.

 

დორტმუნდი-ვილიარეალი       4:0

გოლები: 1:0 გირასი (45+2), 2:0 გირასი (54), 3:0 ადეიემი (58), 4:0 სვენსონი (90+5)

 

ფაქტები

* ჰარვი ბარნსმა (ნიუკასლი) ამ ჩემპიონთა ლიგაზე 4 გოლი გაიტანა და ალან შირერის საკლუბო რეკორდამდე 2 გოლი უკლია.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგი ფრანგულ კლუბებში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (36 წლის, 5 თვის) გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი შეასრულა.

* ობამეიანგს 6 შედეგიანი მოქმედება აქვს ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში.

* „მარსელმა“ ბოლო 15 წელიწადში პირველად დაამარცხა ინგლისური კლუბი. ეს სერია 12 მატჩს (3 ფრე, 9 წაგებს) შეადგენდა.

 

მარსელი-ნიუკასლი        2:1

გოლები: 0:1 ბარნსი (6), 1:1 ობამეიანგი (46), 2:1 ობამეიანგი (50)

 

ფაქტები

* „აიაქსს“ ევროტურნირებზე 8-მატჩიანი წაგებების სერია აქვს, რაც საკლუბო ანტირეკორდია.

* ჩემპიონთა ლიგის სტარტზე „აიაქსის“ ზედიზედ 5 წაგება ნიდერლანდური ანტირეკორდის გამეორებაა, რომელიც 2017 წელს „ფეიენოორდმა“ დაამყარა.

* „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ 2019 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე.

* ამ სეზონში „აიაქსმა“ გოლების ნახევარი (34-დან 17) სტანდარტული მდგომარეობებიდან გაუშვა.

* ჟოზე მოურინიოს გუნდებს „აიაქსი“ შვიდჯერ ჰყავთ დამარცხებული. ერთი გუნდისთვის უფრო მეტი მოგება ორ მწვრთნელს აქვს – პეპ გვარდიოლას (8-ჯერ „შახტარი“) და კარლო ანჩელოტის (8-ჯერ „ლივერპული“).

 

აიაქსი-ბენფიკა                  0:2

გოლები: 0:1 დალი (6), 0:2 ბარეირო (90)

 

ფაქტები

* შეწყდა „გალათასარაის“ 33-მატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე.

* „გალათასარაი“ ცხრაჯერ შეხვდა ბელგიურ კლუბებს და ვერცერთხელ ვერ მოიგო.

 

გალათასარაი-უნიონი   0:1

გოლი: 0:1 დევიდი (57)

 

სლავია-ბილბაო               0:0