ჩემპიონთა ლიგა 2025-26, მე-5 ტური | „ჩელსიმ“ „ბარსელონას“ 3 უპასუხო გოლი გაუტანა, ესტევაომ იამალს პირადი დუელი მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2025-26, მე-5 ტური | „ჩელსიმ“ „ბარსელონას“ 3 უპასუხო გოლი გაუტანა, ესტევაომ იამალს პირადი დუელი მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ესტევაო (18 წლის, 215 დღის) 20 წლამდე ასაკში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შემდეგ პირველ სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა. მანამდე ეს შეძლეს კილიან მბაპემ (18 წლის, 113 დღის) და ერლინგ ჰალანდმა (19 წლის, 107 დღის).

* „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 მატჩში ერთი მოგება აქვს.

* „ჩელსის“ ბოლო 11 მატჩში 9 მოგება დაუგროვდა.

* შეწყდა „ბარსელონას“ 53-მატჩიანი სერია, რომლის დროსაც ის თამაშში, მინიმუმ, ერთ გოლს იტანდა. ჩემპიონთა ლიგაზე ეს სერია 22 მატჩს შეადგენდა.

* „ბარსელონას“ „ჩელსის“ წინააღმდეგ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

 

ჩელსი-ბარსელონა          3:0

გოლები: 1:0 კუნდე (27-საკ. კარში), 2:0 ესტევაო (55), 3:0 დელაპი (73)