მშვიდობით კაპიტანო! – დამშვიდობება გიორგი ნემსაძესთან

21:46, 24.10.2026

უნაკლო ტექნიკის, ლიდერული თვისებებისა და დიდებული საფეხბურთო ინტელექტის მქონე კაპიტანი – გიორგი ნემსაძე დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. გამორჩეული იყო მისი საფეხბურთო გზა, რომლის განმავლობაშიც ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებული 69 მატჩიდან 42 შეხვედრაში ნაკრები მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. თბილისის „დინამოდან“ დაწყებული წარმატებული კარიერა ევროპულ კლუბებში გაგრძელდა, შვეიცარიისა და თურქეთის შემდეგ იყო შოტლანდიური „დანდი“, სადაც ქართველი ნახევარმცველი კლუბის ნამდვილ ლეგენდად იქცა და სადაც ასევე კაპიტნის სამკლავურით თამაშობდა, მოგვიანებით კი „დანდის“ დიდების დარბაზშიც დაიდო ბინა.

მოედნის დატოვების შემდეგ, გიორგი ნემსაძემ მთელი გამოცდილება ახალ თაობას მიუძღვნა და ეროვნულ ნაკრებს არაერთი ვარსკვლავი გაუზარდა. ვეტერანი ფეხბურთელი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი