ფიგურული ციგურაობა | საფრანგეთის გრანპრიზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ ანჟეში მიმდინარე გრანპრის სერიის ტურნირზე, სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოკლე პროგრმა წარმოადგინეს.
მეტელკინამ და ბერულავამ 77.34 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილზე არიან. წყვილი თავისუფალ პროგრამას 25 ოქტომბერს წარადგენს.
დღესვე გრანპრის ტურნირზე ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით საქართველოს ნაკრებიდან ანასტასია გუბანოვა წარდგება, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზეა.
სპორტულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ტურნირზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.