ფიგურული ციგურაობა | საფრანგეთის გრანპრიზე ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ ანჟეში მიმდინარე გრანპრის სერიის ტურნირზე, ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა.
გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ 72.63 ქულით მეორე ადგილზე იყო. მან თავისუფალ პროგრამაში 130.19 ქულა დააგროვა და ორი პროგრამის ჯამში 202.82 ქულით გრანპრიზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.
ცნობისათვის, სპორტულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ტურნირზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.
სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა – საქართველოს ნაკრების წევრები თავისუფალი პროგრამით 25 ოქტომბერს იასპარეზებენ.