ჩემპიონთა ლიგა 2024-25, მე-3 ტური | „სიტიმ“ და „ლივერპულმა“ მოიგეს, ინგლისურ კლუბებს მე-3 ტურში 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „მანჩესტერ სიტიმ“ გააუმჯობესა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი წაუგებელი მატჩების რაოდენობით. ინგლისის ჩემპიონი ძირითად დროში, ზედიზედ 26 მატჩია, არ აგებს. წინა რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეკუთვნოდა – 2007-09 წლებში ზედიზედ 25 მატჩი წაუგებლად ჩაატარა.
* „მანჩესტერ სიტი“ მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია – 9 მოგება, 4 ფრე.
* ერლინგ ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე 42 მატჩში 44 გოლი გაიტანა. მან გაასწრო ალესანდრო დელ პიეროსა (42) და ნეიმარს (43) და დაეწია დიდიე დროგბას (44).
* ჰალანდს ამ სეზონში 12 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.
* ფილ ფოდენმა მე-17 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. მან გაასწრო დევიდ ბექჰემს და ამ მაჩვენებლით მერვე ადგილზეა ინგლისელ ფეხბურთელებს შორის.
* ილქაი გიუნდოგანმა მე-100 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე.
* „ლივერპულმა“ არნე სლოტის ხელმძღვანელობით 12-დან 11 მატჩი მოიგო, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. მერსისაიდელებს ბოლო 8 მატჩი ზედიზედ აქვთ მოგებული.
* მესამე ტურში ინგლისურმა კლუბებმა ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგეს.
მანჩესტერ სიტი-სპარტა 5:0
გოლები: 1:0 ფოდენი (3), 2:0 ჰალანდი (58), 3:0 სტოუნზი (64), 4:0 ჰალანდი (68), 5:0 მატეუშ ნუნიეში (87-პენ)
სიტი: ორტეგა, ლუისი, სტოუნზი (74. რუბენ დიაში), აკანჯი, აკე (74. გვარდიოლი), ბერნარდო სილვა (69. მაკეიტი), გიუნდოგანი (69. კოვაჩიჩი), მატეუშ ნუნიეში, სავინიო, ფოდენი, ჰალანდი (81. ო’რილი).
სპარტა: ვინდალი, ვიტიკი, პანაკი, სორენსენი, პრესიადო, ლაჩი, კაირინენი (88. სოლბაკენი), რინეში (89. ვისნერი), ბირმანჩევიჩი (73. დანეკი), ჰარასლინი (46. კრასნიქი), ოლატუნჯი (60. რაჰმანი).
ლაიპციგი-ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 ნუნიესი (27)
ლაიპციგი: გულაში, გეერტრუიდა (74. ბიტშიაბუ), ორბანი, ლუკება, ჰენრიხსი, ჰაიდარა (86. ელმასი), ვერმეერენი (74. კამპლი), ნუსა, შეშკო (74. ბაუმგარტნერი), სიმონსი (78. პოულსენი), ოპენდა.
ლივერპული: კელეჰერი, ალექსანდერ-არნოლდი (75. ჯო გომესი), კონატე, ვან დეიკი, ციმიკასი (75. რობერტსონი), სობოსლაი, გრავენბერხი, მაკალისტერი, სალაჰი (63. ლუის დიასი), გაკპო, ნუნიესი (74. ჯოუნსი).