ჩემპიონთა ლიგა 2024-25, მე-3 ტური | „მილანმა“ პირველად მოიგო, „იუვემ“ პირველად წააგო, პსჟ-მა ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* პსჟ-ს ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგაზე 6 მოგება, 3 ფრე და 6 წაგება აქვს. მოგებების 40 პროცენტით ესპანელი სპეციალისტი ყველაზე ცუდი მწვრთნელია იმ მომენტიდან, რაც პარიზული კლუბი კატარელმა ბიზნესმენებმა შეიძინეს.
* „იუვენტუსმა“ ტიაგო მოტას ხელმძღვანელობით პირველად წააგო. მანამდე იყო 6 მოგება და 4 ფრე.
* ფრანჩესკო კამარდა (16 წლისა და 226 დღის) „მილანის“ ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე. გარდა ამისა, ის ყველაზე ახალგაზრდა იტალიელია ტურნირის ისტორიაში. მანამდე რეკორდსმენი იყო მოიზე კინი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში (16 წლისა და 268 დღის).
* კრისტიან პულიშიჩმა ამ სეზონში 11 ოფიციალურ მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ამერიკელი სერია A-ს ფეხბურთელებს შორის ლიდერია 2024 წელს შედეგიანი მოქმედებების რაოდენობით – 15 გოლი, 9 საგოლე პასი.
* ტიჯანი რეინდერსმა სეზონში პირველი გოლები გაიტანა. ნიდერლანდელი მესამე ფეხბურთელია, ვინც „მილანის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგის მატჩში ორი ან მეტი გოლი გაიტანა. მანამდე ეს შეძლეს მარკო ვან ბასტენმა (1992 წელს, 4 გოლი „გიოტებორგის“ კარში) და კლარენს ზეედორფმა (2007, 2 გოლი „შახტარის“ კარში).
მილანი-ბრიუგე 3:1
გოლები: 1:0 პულიშიჩი (34), 1:1 საბე (51), 2:1 რეინდერსი (61), 3:1 რეინდერსი (71)
მილანი: მენიანი, ემერსონი, გაბია (83. ტიავი), ტომორი, ტ. ერნანდესი, ი. ფოფანა (75. მუსა), ლოფტუს-ჩიკი (60. ოკაფორი), პულიშიჩი, რეინდერსი, რაფაელ ლეაო (46. ჩუკვუეზე), ალვარო მორატა (75. კამარდა).
ბრიუგე: მინოლე, სეისი (46. საბე), მეშელი, ორდონესი, დე კუიპერი, ვანაკენი, ონიედიკა, ჯაშარი (83. ნილსენი), ტალბი (46. ვეტლესენი), ცოლისი (70. სკოვ ოლსენი), იუტგლა (70. შკორასი).
იუვენტუსი-შტუტგარტი 0:1
გოლი: 0:1 ტურე (90+2)
იუვენტუსი: პერინი, სავონა (55. კამბიასო), კალულუ, დანილო, კაბალი, მაკენი (55. ლოკატელი), ფაჯოლი, ხ. ტურამი (90. რუი), ფრანსისკო კონსეისაო (66. ვეა), ქენან ილდიზი, ვლაჰოვიჩი (68. აძიჩი).
შტუტგარტი: ნიუბელი, ვაგნომანი, რუო, შაბო, მიტელშტედტი (90+7. ჩეიზი), კარასორი, შტილერი, მილო, უნდავი (74. რიდერი), ლეველინგი, დემიროვიჩი (62. ტურე).
პსჟ-ეინდჰოვენი 1:1
გოლები: 0:1 ლანგი (34), 1:1 ჰაკიმი (55)
პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი (81. მაიულუ), ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი (59. ვიტინია), დემბელე (81. დუე), ბარკოლა (81. კოლო მუანი), კან-ინ ლი (68. მარკო ასენსიო).
ეინდჰოვენი: ბენიტესი, მაურო ჟუნიორი, ფლამინგო, ბოსკალი, დამსი, ტილი, ტილმანი, საიბარი (84. ლედესმა), ბაკაიოკო (83. ბაბადი), ლანგი (65. დრიუეში), ლ. დე იონგი.