ჩემპიონთა ლიგა 2024-25, მე-2 ტური | „ბარსელონამ“ ლევანდოვსკის დუბლით ლიგაზე პირველად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2024-25, მე-2 ტური | „ბარსელონამ“ ლევანდოვსკის დუბლით ლიგაზე პირველად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონში მესამე დუბლი შეასულა.

* ლევანდოვსკი გახდა მხოლოდ მეორე ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოს (68 გოლი) შემდეგ, ვინც 30 წელს გადაცილებულმა ჩემპიონთა ლიგაში 50 ან მეტი გოლი გაიტანა (პოლონელის ანგარიშზე 51 გოლია).

* ლევანდოვსკი მეორე ფეხბურთელია ლიგის ისტორიაში, ვინც სამ სხვადასხვა კლუბში გაიტანა მინიმუმ 10 გოლი. პირველმა ეს კრიშტიანო რონალდომ შეძლო.

* ლევანდოვსკის 11 შედეგიანი მოქმედება (9+2) აქვს სეზონის 10 მატჩში.

* რაფინიამ და ინიგო მარტინესმა გოლი და საგოლე პასი მიითვალეს.

* რაფინიას ბოლო 8 მატჩში 6 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

* „ბარსელონამ“ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით 10-დან 8 მატჩი მოიგო.

 

ბარსელონა-იანგ ბოიზი              5:0

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8), 2:0 რაფინია (34), 3:0 ინიგო მარტინესი (37), 4:0 ლევანდოვსკი (51), 5:0 მოჰ. კამარა (81-საკ. კარში)

ბარსელონა: პენია, კუნდე, კუბარსი (63. ფორტი), ინიგო მარტინესი (84. კუენკა), ა. ბალდე, პედრი (63. ფატი), კასადო, რაფინია, იამალი (75. ფ. დე იონგი), ფერან ტორესი, ლევანდოვსკი (75. პაუ ვიქტორი).

იანგ ბოიზი: კელერი, ბლუმი (57. ატეკამი), მოჰ. კამარა, ზუკრუ, ჰაჯამი, ლაუპერი, მონტეირო, უგრინიჩი (58. ნიასი), იმერი (82. ლაკომი), კოლი (73. ვირჟინიუსი), იტენი (73. განვულა).