ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | მბაპემ და ენდრიკმა „რეალს“ მოაგებინეს [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* 18 წლისა და 58 დღის ენდრიკი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც „რეალის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა გააუმჯობესა რაულის რეკორდი, რომელმაც 1995 წელს „ფერენცვაროშის“ კარში 18 წლისა და 113 დღის ასაკში გაიტანა.
* „რეალი“, ზედიზედ 33 ოფიციალური მატჩია, არ მარცხდება.
* კილიან მბაპეს ყველა ტურნირზე „რეალის“ რიგებში შვიდ მატჩში ხუთი გოლი აქვს გატანილი.
რეალი-შტუტგარტი 3:1
გოლები: 1:0 მბაპე (46), 1:1 უნდავი (68), 2:1 რიუდიგერი (83), 3:1 ენდრიკი (90+5)
რეალი: კურტუა, ლუკას ვასკესი (46. ედერ მილიტაო), დანი კარვახალი, რიუდიგერი, ფ. მენდი (75. ფრან გარსია), როდრიგო (75. არდა გიულერი), ვალვერდე, ჩუამენი (69. მოდრიჩი), ბელინგემი (80. ენდრიკი), მბაპე, ვინისიუსი.
შტუტგარტი: ნიუბელი, ვაგნომანი (63. ჩეიზი), რუოლტი (90. ზაგადუ), ჩაბოტი, მიტელშტედტი, ლეველინგი, შტილერი, კარაზორი, მილო (75. დემიროვიჩი), ფიურიხი (63. რიდერი), უნდავი (75. ტურე).