ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | ცნობილია ორი მერვედფინალისტი #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | ცნობილია ორი მერვედფინალისტი #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა ძირითადი ეტაპის მეშვიდე ტური, რომლის შემდეგაც ცნობილია ნაწილი გუნდებისა, რომლებიც პირდაპირ გავიდნენ 1/8-ფინალში; რომლებმაც გაინაღდეს პლეი ოფში თამაში და 12-დან 9 გუნდი, რომლებიც პირველი რაუნდის შემდეგ დაემშვიდობებიან ტურნირს.

გუნდები, რომლებსაც მერვედფინალში თამაში განაღდებული აქვთ – ლივერპული, ბარსელონა;

გუნდები, რომლებსაც პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ, მაგრამ ასევე შეუძლიათ 1/8-ფინალის ზონაში მოხვდნენ – არსენალი, ინტერი, ატლეტიკო, მილანი, ატალანტა, ლევერკუზენი, ასტონ ვილა, მონაკო, ფეიენოორდი, ლილი, ბრესტი, დორტმუნდი, ბაიერნი, რეალი, იუვენტუსი, სელტიკი.

გუნდები, რომლებმაც დაკარგეს 1/8-ფინალში გასვლის შანსი, მაგრამ შეუძლიათ მოხვდნენ პლეი ოფში – ბენფიკა, პსჟ, სპორტინგი, შტუტგარტი, მანჩესტერ სიტი, დინამო ზ, შახტარი.

გუნდები, რომლებიც ვადაზე ადრე გამოეთიშნენ ტურნირს – ჟირონა, ცრვენა ზვეზდა, ზალცბურგი, შტურმი, ბოლონია, სპარტა, იანგ ბოიზი, სლოვანი, ლაიპციგი.