ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | ცხრა გოლი, პოკერი და რეკორდები მიუნხენში [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | ცხრა გოლი, პოკერი და რეკორდები მიუნხენში [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* თომას მიულერი რეკორდსმენი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე ერთ კლუბში ჩატარებული მატჩების რაოდენობით. 35 წლის ნახევარმცველმა 152-ე მატჩი ჩაატარა „ბაიერნის“ შემადგენლობაში და გაასწრო წინა რეკორდსმენს ჩავის.

* „ბაიერნმა“ სეზონის სტარტიდან ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 24:5.

* „ბაიერნმა“ ზაგრების „დინამოს“ კარში 29 დარტყმა შეასრულა, აქედან 18 ზუსტი.

* „ბაიერნი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა. ჩემპიონთა თასზე მიუნხენურმა კლუბმა ამდენივე გოლი გაუტანა 1972 წელს „ომონიას“.

* „ბაიერნისა“ და ზაგრების „დინამოს“ მატჩი მესამეა ლიგის ისტორიაში, რომელშიც მინიმუმ 11 გოლი გავიდა. 2016 წელს „დორტმუნდისა“ და „ლეგიას“ მატჩში 12 გოლი გავიდა (8:4), 2003 წელს კი „მონაკომ“ 8:3 მოუგო „დეპორტივოს“.

* ჰარი კეინმა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ პირველი პოკერი შეასრულა. მაშინ ინგლისელმა ოთხი გოლი სან მარინოს ნაკრებს გაუტანა.

* კეინს ჩემპიონთა ლიგაზე 33 გოლი დაუგროვდა. მან უეინ რუნის გაუსწრო და ყველაზე შედეგიანი ინგლისელია ტურნირის ისტორიაში.

* კეინს ნაკრებსა და კლუბში ბოლო სამ მატჩში ცხრა გოლი აქვს. ამ სეზონში მას ჯამში 11 გოლი დაუგროვდა. შვიდი მატჩიდან ინგლისელმა ხუთში შეძლო გოლის გატანა.

 

ბაიერნი-დინამო ზ         9:2

გოლები: 1:0 კეინი (20-პენ), 2:0 რაფაელ გერეირო (33), 3:0 ოლისე (38), 3:1 პეტკოვიჩი (46), 3:2 ოგივარა (50), 4:2 კეინი (58), 5:2 ოლისე (61), 6:2 კეინი (73-პენ), 7:2 კეინი (78-პენ), 8:2 სანე (85), 9:2 გორეტცკა (90+2)

ბაიერნი: ნოიერი (46. ულრაიხი), კიმიხი, კიმი (68. დაიერი), უპამეკანო, დევისი, პავლოვიჩი, რაფაელ გერეირო (81. გორეტცკა), ოლისე (68. სანე), მუსიალა (68. მიულერი), გნაბრი, კეინი.

დინამო: ნევისტიჩი, რისტოვსკი, ტეოფილი, მაე, პიერ-გაბრიელი (73. სპიკიჩი), მიშიჩი, როგი (46. სტოიკოვიჩი), პიაცა (62. კულენოვიჩი), ბატურინა (81. ადემი), ოგივარა (73. ჰოჯა), პეტკოვიჩი.