ჩემპიონთა ლიგა 2023-24 | მერვედფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2023-24 | მერვედფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა.

ჯგუფური ეტაპიდან გასული 16 გუნდი ორ კალათად დაიყო: პირველში მოხვდნენ განთესილი გუნდები (ისინი, რომლებმაც პირველი ადგილი დაიკავეს ჯგუფებში), მეორეში – განუთესავები (ჯგუფების მეორეადგილოსნები).

წილისყრისას იყო ორი შეზღუდვა: მერვედფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ ერთი ქვეყნის გუნდები, ასევე ის გუნდები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში იყვნენ.

მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

 

პორტუ (პორტუგალია)-არსენალი (ინგლისი)

ნაპოლი (იტალია)-ბარსელონა (ესპანეთი)

პსჟ (საფრანგეთი)-სოსიედადი (ესპანეთი)

ინტერი (იტალია)-ატლეტიკო (ესპანეთი)

ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)-დორტმუნდი (გერმანია)

ლაციო (იტალია)-ბაიერნი (გერმანია)

კოპენჰაგენი (დანია)-მანჩესტერ სიტი (ინგლისი)

ლაიპციგი (გერმანია)-რეალი (ესპანეთი)

 

1/8 ფინალის პირველი მატჩები 13, 14, 20 და 21 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი მატჩები – 5, 6, 12 და 13 მარტს.