ჩემპიონთა ლიგა 2023-24 - 18 დეკემბერს, თბილისის დროით 15 საათზე 1/8 ფინალის წილისყრა გაიმართება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2023-24 - 18 დეკემბერს, თბილისის დროით 15 საათზე 1/8 ფინალის წილისყრა გაიმართება #1TVSPORT

18 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართება. ცერემონია თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.

ჯგუფური ეტაპიდან გასული 16 გუნდი ორ კალათად დაიყო: პირველში მოხვდნენ განთესილი გუნდები (ისინი, რომლებმაც პირველი ადგილი დაიკავეს ჯგუფებში), მეორეში – განუთესავები (ჯგუფების მეორეადგილოსნები).

 

განთესილები

არსენალი (ინგლისი)

ატლეტიკო (ესპანეთი)

ბარსელონა (ესპანეთი)

ბაიერნი (გერმანია)

დორტმუნდი (გერმანია)

მანჩესტერ სიტი (ინგლისი)

რეალი (ესპანეთი)

სოსიედადი (ესპანეთი)

 

განუთესავები

კოპენჰაგენი (დანია)

ინტერი (იტალია)

ლაციო (იტალია)

ლაიპციგი (გერმანია)

ნაპოლი (იტალია)

პსჟ (საფრანგეთი)

პორტუ (პორტუგალია)

ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)

 

წილისყრისას იქნება ორი შეზღუდვა: მერვედფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან ერთი ქვეყნის გუნდები, ასევე ის გუნდები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში იყვნენ.

1/8 ფინალის პირველი მატჩები 13, 14, 20 და 21 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი მატჩები – 5, 6, 12 და 13 მარტს.