გასული საფეხბურთო უქმეების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების ჯგუფური ეტაპის 25 მონაწილეა ცნობილი, – წერს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ამ მომენტისთვის, ჯგუფურ ეტაპზე ქვეყნების მიხედვით წარმომადგენლობა ასე გამოიყურება:
ინგლისი – მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ჩელსი, ტოტენჰემი
ესპანეთი – ბარსელონა, ატლეტიკო, რეალი, ვალენსია
იტალია – იუვენტუსი, ნაპოლი, ატალანტა, ინტერი
გერმანია – ბაიერნი, დორტმუნდი, ლაიპციგი, ლევერკუზენი
საფრანგეთი – პარი სენ-ჟერმენი, ლილი
რუსეთი – ზენიტი, ლოკომოტივი
პორტუგალია – ბენფიკა
უკრაინა – შახტარი
ბელგია – გენკი
თურქეთი – გალათასარაი
ავსტრია – ზალცბურგი
კიდევ ერთი ადგილი ჯგუფურ ეტაპზე შეიძლება დაიკავოს “არსენალმა”, თუ ის მოიგებს ევროპის ლიგის ფინალს. დანარჩენი საგზურები საკვალიფიკაციო ტურნირში გათამაშდება.