ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი - სევილია-დორტმუნდი 2:3, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი - სევილია-დორტმუნდი 2:3, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]

ფაქტები

* ერლინგ ჰალანდს „დორტმუნდის” რიგებში შვიდი მატჩი დასჭირდა ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლის გასატანად. ნორვეგიელმა როი მაკაის რეკორდი მოხსნა, რომელმაც „ბაიერნში” 10 გოლი პირველ 10 მატჩში გაიტანა.

* ჰალანდს ჩემპიონთა ლიგაზე 18 გოლი დაუგროვდა, რისთვისაც 13 მატჩის ჩატარება დასჭირდა. ეს ტურნირის რეკორდია.

* ჰალანდი ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რაოდენობით გაუთანაბრდა ჯონ კარიუს და ისინი მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ ტურნირზე საუკეთესო ნორვეგიელი ბომბარდირების სიაში. პირველზეა „მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სულშერი – 19 გოლი.

* ჯუდ ბელინგემი ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში სასტარტო შემადგენლობაში უთამაშია – 17 წლის და 233 დღის.

 

სევილია-დორტმუნდი                                                2:3

გოლები: 1:0 სუსო (7), 1:1 დაუდი (19), 1:2 ჰალანდი (27), 1:3 ჰალანდი (43), 2:3 ლ. დე იონგი (84)

სევილია (4-3-3): ბონო – ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, ესკუდერო – ჯორდანი (72. ოსკარი), ფერნანდო, რაკიტიჩი (46. გუდელი) – სუსო (60. ლ. დე იონგი), ენ-ნესირი (60. ელ ჰადადი), გომესი (60. ტორესი).

დორტმუნდი (4-3-2-1): ჰიტცი – მორეი ბაუსა, აკანჯი, ჰუმელსი, რაფაელ გერეირო (76. პასლაკი) – დაუდი (89. მონიე), ემრე ჯანი, ბელინგემი – როისი (80. ბრანდტი), სანჩო – ჰალანდი.